Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტი „ემიგრანტების სახლის“ დაარსების ინიციატივით გამოდის

06 მარტი, 2019 14:33

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას დიასპორასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.  

მისი თქმით, აუცილებელია დიასპორის ჩართულობის გამყარება. დიასპორას პარლამენტში უნდა ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი, ინტერესების დამცველი. ასევე, სასურველია ერთი ფანჯრის პრინციპზე აგებული „ემიგრანტის სახლის“ დაარსება.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, სტუდენტების სახით საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს დიდი ადამიანური კაპიტალი ჰყავს.

„ ჩვენი მოვალეობაა, რომ მათ, ერთი მხრივ, შევუქმნათ სამშობლოში დაბრუნების ღირსეული პირობები, მეორე მხრივ კი, წასვლამდე მივაწოდოთ წინასწარი ინფორმაცია სამომავლოდ ქვეყანაში მოთხოვნადი სპეციალობების შესახებ, რათა არსებულ ბაზარზე ააწყონ თავიანთი პროფესიული გეგმები.“

ამ თემაზე საუბრისას პრეზიდენტმა რამდენიმე ინიციატივა წამოაყენა.

"დიასპორის ჩართულობის გამყარებააუცილებლად მიმაჩნია, რომ დიასპორას პარლამენტში ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი, ინტერესების დამცველი.  ასეთი პრაქტიკა არსებობს ევროპის ყველა ქვეყანაში, სადაც დიასპორა მრავალრიცხოვანია. უნდა ვიმსჯელოთ ამ გამოცდილების გაზიარებაზე.

ასევე, სასურველია ერთი ფანჯრის პრინციპზე აგებული „ემიგრანტის სახლის“ დაარსება, რათა ჩამოსული თანამემამულეებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს ყველა საჭირო ინფორმაცია.“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 ივნისი
16 ივნისი

14 ივნისს ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ...

მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიე ...
15 ივნისი
15 ივნისი

ირაკლი კობახიძე: მოქალაქეთა ორი ჯგუფის დ ...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, როცა მოქალაქეთა ორი „საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი&ld ...
15 ივნისი
15 ივნისი

მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა შეთანხმდეს ...

სახალხო დამცველი 2019 წლის 14 ივნისს გამართულ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ომბუდსმენის განცხადებით, კონტრაქ ...
^