Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ონკოლოგიური ცენტრი ბავშვებისთვის და სოციალური სახლების მშენებლობა - პრეზიდენტის ინიციატივა

06 მარტი, 2019 13:53

დღეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში მოუსმინეს.  პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას „უმუშევრობა, უსახლკარობა, დაავადებების სიხშირე, სოციალური დაუცველობა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ არაინკლუზიური მიდგომები“ დღევანდელ მთავარ, სტრატეგიულ გამოწვევად დაასახელა. 

მისი თქმით, პრიორიტეტულია ონკოლოგიური სენით დაავადებული ბავშვებისთვის საქართველოში თანამედროვე დიაგნოსტიკური და სამკურნალო შესაძლებლობის გაჩენა. 

„ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის აქ, ჩვენს ქვეყანაში თანამედროვე დიაგნოსტიკური და სამკურნალო შესაძლებლობის გაჩენა. სიმსივნით დაავადებულ ბავშვებსა და მათ მშობლებს აღარ უნდა სჭირდებოდეთ საზღვარგარეთ გამგზავრება, თუნდაც, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისათვის. არსებობს პედიატრიული ონკოლოგიის არამომგებიანი ცენტრის მონახაზი, რომელიც გადაჭრის ამ პრობლემას.  მარიამ ჯაშთან ერთად ვაპირებთ ამ პროექტის პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე წარდგენას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით,  ასევე, პრიორიტეტულია სოციალური სახლების მშენებლობა და ამ მხრივ ბევრი ქვეყნის პრაქტიკის გაზიარება შესაძლებელი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

მოვითხოვთ „პროგრესბანკის" 3 წლის წინანდე ...

სასწრაფოდ მოვითხოვთ პროგრესბანკის საქმის გამოძიებას და ეროვნული ბანკის არქივებიდან 3 წლის წინანდელი ტრანზაქციების ამოღებ ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

ვიცე-მერი: საზოგადოებას ტრანსპორტში მგზა ...

თბილისის ვიცე მერის ირაკლი ხმალაძის   განცხადებით,    მოსახლეობას საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზ ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

დაპირისპირება პარლამენტში - გოგიჩაიშვილმ ...

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა  კომიტეტის სხდომა დილიდან ხმაურისა და მწვავე დისკუსიის ფონზე მიმდინარეობს. კომიტეტზე ...
^