Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზურაბიშვილი: ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობაში საკონფერენციო ცენტრი უნდა მოეწყოს

06 მარტი, 2019 13:59

დღეს პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოხსენებით წარდგა. ზურაბიშვილმა სხვა საკითხებთან ერთად ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობის სამომავლო ფუნქციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ პარლამენტის ყოფილ შენობაში საკონფერენციო ცენტრი მოეწყობა.

„ჩვენი ქვეყნის მიმართ შექმნილი მაღალი ინტერესიდან და მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, საიმედო და სწრაფად გასავითარებელ მიმართულებას წარმოადგენს საკონფერენციო ტურიზმი.

ამ კუთხით ქუთაისში, პრაქტიკულად, უკვე გვაქვს საერთაშორისო მასშტაბის საკონფერენციო ცენტრი - კერძოდ, ყოფილი პარლამენტის შენობა. საკონფერენციო დანიშნულებისთვის მას არ სჭირდება რადიკალური ტრანსფორმაცია.

ამავე დროს, ეს იქნება ყველაზე სწორი გზა ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისათვის. ქუთაისის ინფრასტრუქტურა - აეროპორტი, რკინიგზა და ავტობანი აკმაყოფილებს ასეთი ცენტრისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას. წყალტუბოს სასტუმროთა ქსელი კი ბუნებრივად მიუერთდება ამ ახალ კომპლექსს და საინვესტიციო მიმზიდველობასაც შეიძენს“, - განაცხადა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა.

პარლამენტი ქუთაისიდან ცოტა ხნის წინ გადმოვიდა და 2019 წლის საგაზაფხულო სესია თბილისში დაიწყო. ჯერჯერობით, ხელისუფლებას არ მიუღია გადაწყვეტილება, რა ფუნქციას შეიძენს პარლამენტის შენობა ქუთაისში, სადაც საკანონმდებლო ორგანო 2012 წლიდან მოქმედებდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^