Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ასევე გაუგებარია „არტარეას“ საკითხი, რა შუაშია პოლიტიკასთან - თალაკვაძე

06 მარტი, 2019 17:32

უმრავლესობის ლიდერმა, აჩიკო თალაკვაძემ, მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებულ თემაზე ბრიფინგი გამართა. მან პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული წერილის შინაარსი შეაფასა და აღნიშნა, რომ მასზე არც ერთი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ არის დატანილი. 

ასევე, თქვა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი სახელმწიფოებრივი პროექტია. 

„ვინაიდან ანაკლიის პორტის საკითხი მოჰყავს ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად მხარეს და არის მუდმივი საუბარი, ხომ არ უკავშირდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, მე მინდა ხაზგასმით და პირდაპირ განვაცხადო, რომ ეს არის სახელმწიფოს ეკონომიკისა და უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომლის წარმატებით განხორციელებისთვისაც სახელმწიფო აკეთებდა და გააკეთებს ყველაფერს. მიუხედავად იმისა, რა განწყობები და კერძო ინტერესი შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა პირს ამ პროქტთან დაკავშირებით“.

მან ასევე ისაუბრა წერილის შინაარსზე. აღნიშნა, რომ გაუგებარია, რა შუაშია „ტვ პირველი“ მამუკა ხაზარაძესთან და ბრიფინგზე ტელევიზიის ჟურნალისტებს შეკითხვით მიმართა, აქვს თუ არა ხაზარაძეს რამე გავლენა მათზე. 

მისივე თქმით, გაუგებარია „არტარეას“ საკითხი, რადგან ის პოლიტიკასთან არაფერ შუაშია და მხოლოდ კულტურასთან დაკავშირებულ საკითხებს აშუქებს. 

„ასევე გაუგებარია „არტარეას“ საკითხიც. თუნდაც  თეორიულადად კი რაში შეიძლება უშლიდეს ხელს ხელისუფლებას, რომელიც ყველამ ვიცით, რომ კულტურასა და ხელოვნებაზე აკეთებს გადაცემებს და საჯარო ლექციებს გადმოსცემს“,-თქვა თალაკვაძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^