Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ვლადიმერ პუტინს შეხვდა

06 მარტი, 2019 21:19

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მოსკოვში ვიზიტს მართავს და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა. თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით შეხვედრაზე ცხინვალის რეგიონის პერსპექტივასა და ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და მისი უსაფრთხოება. ეჭვგარეშეა, რომ გაგრძელდება მუშაობა ასეთივე სახითა და ხარისხით“, - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ის ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპულიკაში, ზაფხულში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს თვალს ადევნებს და რუსეთის ხელისუფლება დამკვირვებლებს მიავლენს. „დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებთ არჩევნების კანონის შესაბამისად ჩასატარებლად“, - უთხრა პუტინმა ბიბილოვს.

ეს შეხვედრა ბიბილოვსა და პუტინს შორის უკვე მეოთხეა. ბოლოს ისინი 2018 წლის 24 აგვისტოს შეხვდნენ, რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის აღიარების აღსანიშნავად.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 აპრილი
22 აპრილი

დასაბუთებული ეჭვი გვაქვს, რომ [პანკისში] ...

დღეს საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის (GREDA) ორგანიზებით მრგვალი მაგიდა გაიმართა, სადაც ენერგ ...
22 აპრილი
22 აპრილი

ზურაბიშვილი ამერიკულ ტელეარხ CBS-ს მოუწო ...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკულ ტელეარხ CBS-ს ტვიტერზე მიმართავს, რომ სერიალ „საზღვაო პოლი ...
22 აპრილი
22 აპრილი

„არა ჰესებს და რეპრესიებს პანკისში!“ - დ ...

„სოლიდარობა პანკისელებს! არა რეპრესიებს! არა ჰესებს პანკისში!“, - დღეს, 19 საათზე, თბილისში, პარლამენტის წინ ...
^