Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თიბისი ბანკი განცხადებას ავრცელებს

07 მარტი, 2019 13:04

„თიბისი ბანკი“ საზოგადოებას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ბანკთან დაკავშირებით განცხადებების მტკიცებით ფორმაში გაკეთებისგან.

როგორც „თიბისი ბაკის“ განცხადებაშია აღნიშნული, „თიბისი ბანკის“, როგორც ქვეყნის უმსხვილესი და ყველაზე წარმატებული ფინანსური ინსტიტუტის საქმიანობა, ხასიათდება მაღალი პროფესიონალიზმით და თანხვედრაშია საქართველოსა და საერთაშორისო საბანკო რეგულაციებთან.

„თიბისი ბანკი“ ემსახურება 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ  და 100 ათასზე მეტ იურიდიულ პირს. ბანკის მმართველობას ახორციელებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე აღმასრულებელი მენეჯმენტი. „თიბისი ბანკის“ აქციები ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე და შედის პრესტიჟულ FTSE 250 კომპანიების სიაში.

საზოგადოებას გვსურს შევახსენოთ, რომ მიმდინარე ეტაპზე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მიმდინარეობს გამოძიება სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტზე. ამდენად, საზოგადოების მხრიდან წინასწარი შეფასების მიცემა, ფაქტების დანაშაულად კვალიფიცირება, „თიბისი ბანკის“ მოხსენიება, ზიანს აყენებს და ლახავს ბანკის რეპუტაციას.

სადაო ტრანზაქციასთანდაკავშირებით „თიბისი ბანკისა“ და ეროვნული ბანკის ერთობლივი მუშაობით საკითხი ამოწურულია. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=3593. ბანკი თხოვს და მოუწოდებს საზოგადოების დაინტერესებულ პირებს თავი შეიკავონ მტკიცებით ფორმაში განცხადებების გაკეთებისგან, დაიცვან ეთიკურობის და ობიექტურობის მაღალი სტანდარტი“, – აღნიშნულია „თიბისი ბანკის“ განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^