Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„რუსთავი 2“: გახარიას წერილი ხაზარაძეს ბადრი ჯაფარიძემ გადასცა

09 მარტი, 2019 22:54

„რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მამუკა ხაზარაძისთვის გადასაცემად წერილი ხაზარაძის პარტნიორს ბადრი ჯაფარიძეს გადასცა. ტელეკომპანიის განცხადებით, მათ ამის შესახებ ორი დამოუკიდებელი წყაროსგან გაიგეს. „შაბათის კურიერში“ მომზადებული სიუჟეტის მიხედვით, „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და შს მინისტრი თბილისში მეზობლები არიან.

საქართველოს პროკურატურამ 6 მარტს გამოაქვეყნა წერილის შინაარსი, რომელიც, უწყების თქმით, მამუკა ხაზარაძემ სასამართლოში დაკითხვაზე მიიტანა. ხაზარაძის თქმით, მან მუქარის წერილი შუამავლის მეშვეობით მიიღო. თუმცა, შუამავლის ვინაობა, როგორც მისმა ადვოკატმა განმარტა მისივე ინტერესებიდან გამომდინარე არ დაასახელა.

წერილის მიხედვით, მამუკა ხაზარაძისგან მოითხოვდნენ, რომ „ტვ პირველს“ ხელისუფლების მხარდამჭერი პოლიტიკა გაეტარებინა, თავად ხაზარაძეს გაევრცელებინა წერილი, რომლითაც „ნაციონალურ მოძრაობას“ გააკრიტიკებდა და ტელეკომპანია „არტარეას“ „ობიექტურობის მაღალი ხარისხი ეჩვენებინა“.

წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებლივ და ობიექტურ საშუალებას და გავაკეთებთ ამას საჯაროდ, შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის“, - ნათქამი იყო წერილის ასლში, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^