Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დათუნაშვილი ამბობს, რომ ის ნაკრებიდან გათავისუფლების ცნობას ელოდება

11 მარტი, 2019 12:23

საქართველოს ჭიდაობის ნაკრების კაპიტანის, ზურაბ დათუნაშვილის თქმით, ის ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისგან ელოდება გათავისუფლებაზე თანხმობას, რის შემდეგაც ასპარეზობას სხვა ქვეყნის სახელით განაგრძობს. 

როგორც დათუნაშვილმა „ლიბერალთან“ განაცხადა, მას თავიდანვე ჰქონდა ნათქვამი, რომ თუ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე არ დატოვებდა თანამდებობას, ის სხვა ქვეყნის სახელით გააგრძელებდა ჭიდაობას. 

„მე თავიდანვე მქონდა ამის შესახებ გაცხადებული. სხდომაზე მივმართე და განვუცხადე ყველას ამის შესახებ. ამ ეტაპზე არ ვიცი, რომელი ქვეყნის სახელით ვიასპარეზებ“, - თქვა დათუნაშვილმა. 

როგორც „ლიბერალს“ ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში უთხრეს, არ არსებობს პროცედურა, რომელიც მოჭიდავეს გაათავისუფლებს/გაუშვებს. 

„არ არსებობს ასეთი პორცედურა, ჩვენ არ ვუშვებთ არავის და კარგი იქნება თუ სხვა ფედერაციებიც მოგვბაძავენ. მოჭიდავე თავად წყევტს, წავიდეს თუ არა ნაკრებიდან და იასპრეზოს თუ არა სხვა ქვეყნის სახელით“, - განაცხადეს ფედერაციაში. 

11 იანვარს სპორტის სასახლეში გამართულ ჩემპიონატზე  ზურაბ დათუნაშვილისა და რობერტ კობლიაშვილის შეხვედრა გაიმართა.  ამ შეხვედრის შემდეგ უნდა გადაწყვეტილიყო, ვინ წავიდოდა ევროპის ჩემპიონატზე. დათუნაშვილმა მსაჯის გადაწყვეტილება  გააპროტესტა, რასაც კონფლიქტი და დაპირისპირება მოჰყვა. „რუსთავი 2-ის“ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართული იყო ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძეც. დათუნაშვილი აცხადებდა, რომ გეგეშიძემ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა. ინციდენტიდან რამდენიმე დღეში მან განცხადება გაავრცელა ფედერაციაში მიმდინარე არაჯანსაღ გარემოსთან დაკავშირებით და საზოგადოებას ამით დაინტერესებას სთხოვდა. დათუნაშვილი ასევე აცხადებდა, რომ თუ გეგა გეგეშიძე  თანამდებობას არ დატოვებდა, ნაკრებიდან წავიდოდა და სხვა ქვეყნის სახელით გააგრძელებდა ასპარეზობას. 

.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^