Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩრდილო კორეაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა

11 მარტი, 2019 16:01

ჩრდილო კორეაში საპარლამენტო არჩევნები 10 მარტს გაიმართა. კიმ ჩენ ინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს ქვეყანაში მეორე საპარლამენტო არჩევნებია. 

BBC-ის ინფორმაციით, „ხალხთა უზენაესი კრებისთვის“ ხმის მიცემა აუცილებელია და სხვა კანდიდატი არ არსებობს. რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას, იგი ყოველთვის, თითქმის, 100%-ია და ყოველი ამომრჩეველი ხმას მმართველ მთავრობას აძლევს.

როგორ მუშაობს ჩრდილო კორეის საარჩევნო სისტემა

არჩევნების დღეს 18 წელს მიღწეული ყველა მოქალაქე ვალდებულია, საარჩევნო უბნებზე გამოცხადდეს.

„მორჩილების ნიშნად, უბანზე ადრე უნდა გამოცხადდე, რაც იმას ნიშნავს, რომ გრძელი რიგი იქნება" - ამბობს ჩრდილო კორეის ანალიტიკოსი ფიოდორ ტერტიცკი. 

როცა კონკრეტული ამომრჩევლის რიგი მოდის, მას საარჩევნო ბიულეტენს გადასცემენ, რომელზეც მხოლოდ ერთი კანდიდატის სახელია დატანილი. ამომრჩეველს კანდიდატის მონიშვნა არ სჭირდება - ბიულეტენი პირდაპირ ყუთში უნდა ჩააგდონ, რომელიც ღია სივრცეშია განთავსებული. 

BBC-ის ინფორმაციით, ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ საარჩევნო უბნებზე ხმის მისაცემი კაბინებიცაა განთავსებული, თუმცა მისი გამოყენება ეჭვს აღძრავს.

თეორიულად, ამომრჩეველს შეუძლია, ბიულეტენზე დატანილი ერთადერთი კანდიდატი გადახაზოს, თუმცა, ტერტისკის თქმით, ამის შემდეგ ამომრჩეველთან დიდი ალბათობით პოლიცია მივა და მას ფსიქიკურად დაავადებულად გამოაცხადებენ.

საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ ამომრჩეველი გარეთ ჟრიამულს უნდა შეუერთდეს, ბედნიერების გამოსახატავად იმის გამო, რომ „ქვეყნის ბრძენი მმართველისთვის" ხმის მიცემა შეძლო. 

NK News-ის ანალიტიკოსი BBC-სთან საუბარში ჰყვება, რომ „ჩრდილო კორეის მედიაში არჩევნების დღე სადღესასწაულო მოვლენად შუქდება, სადაც საარჩევნო უბნების მიმდებარედ ხალხი ზეიმობს".

იმის გამო, რომ ხმის მიცემა სავალდებულოა, ხელისუფლებისთვის არჩევნები მოსახლეობის ერთგვარი საყოველთაო აღწერაა, რომლის მეშვეობითაც, მის რაოდენობას ამოწმებენ და ავლენენ, ვინმე ჩინეთში ხომ არ გაიქცა.

რა ძალაუფლება აქვს პარლამენტს

ჩრდილო კორეის პარლამენტს რეალური ძალაუფლება არ გააჩნია. იგი ერთადერთი საკანონმდებლო ორგანოა, რომელსაც ყოველ ხუთ წელიწადში ირჩევენ. 

„საერთაშორისო მედია ზოგჯერ სიფრთხილეს იჩენს და ამბობს, რომ პარლამენტს მცირე ძალაუფლება აქვს, თუმცა ეს არასწორია. მას საერთოდ არ აქვს ძალაუფლება" - ამბობს ტერტიცკი.

კანონებს პარტიის აპარატი წერს, რომელსაც შემდეგ ფორმალურად აწერს ხელს პარლამენტი.

თეორიულად, პარლამენტის ორ მესამედს კონსტიტუციის შეცვლა შეუძლია, მარტივ უმრავლესობას კი კიმ ჩენ ინის გადაყენება.

რა შედეგია მოსალოდნელი არჩევნებში

არჩევნების შედეგების გამოცხადებას რამდენიმე დღე დასჭირდება, სანამ ხმებს დაითვლიან. 

როგორც წესი, აცხადებენ ამორმჩეველთა მაღალ აქტივობას. 2014 წელს ეს მაჩვენებელი 99,97% იყო.

რამდენიმე ადამიანმა შესაძლოა, ხმის მიცემა ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო, თუმცა ადგილობრივები ხუმრობენ, რომ არჩევნების დღეს არავინ კვდება, რადგან ყველა ჯანმრთელია.

შედეგების გამოცხადების დროს ცნობილი ხება ხოლმე, რომ როგორც ამომრჩეველთა აქტივობა, ასევე კიმ ჩენ ინის მხარდაჭერა 100%-ს უდრის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^