Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურატურა: ხაზარაძე არ ასახელებს შუამავალს და ამ ეტაპზე ვერ ვადგენთ წერილის უტყუარობას

12 მარტი, 2019 15:18

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, მამუკა ხაზარაძე მის მიერ დასახელებულ წერილთან დაკავშირებით არ ასახელებს შუამავალ პირს. ამის გამო, როგორც „ლიბერალს“ უწყებაში განუმარტეს, გამოძიებას ამ ეტაპზე არ შეუძლია ხაზარაძის მიწოდებული ინფორმაციის დადგენა.

„მამუკა ხაზარაძე მის მიერ დასახელებულ წერილთან დაკავშირებით განმეორებით დაიკითხა მიმდინარე საქმის ფარგლებში. მან არ ითანამშრომლა გამოძიებასთან და არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ დაასახელა შუამავალი პირი. შესაბამისად, ამ ეტაპზე გამოძიება მოკლებულია მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების და უტყუარობის დადგენის შესაძლებლობას“, - უთხრეს „ლიბერალს“ პროკურატურაში.

მამუკა ხაზარაძის ადვოკატის ზვიად კორძაძის თქმით, მამუკა ხაზარაძე ორჯერ ზოგადად თიბისი ბანკის საქმეზე დაიკითხა. აქედან მეორე დაკითხვა ეხებოდა მის მიერ დასახელებულ წერილს. მას შემდეგ ხაზარაძე პროკურატურას არ დაუკითხავს.

წერილის შესახებ ხაზარაძის დაკითხვაზე დღეს ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმაც. დეპუტატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შს მინისტრმა უარყო კავშირი წერილთან, ხოლო ხაზარაძემ ვერ დაასახელა შუამავალი და პროკურატურამ წერილის შესწავლა შეწყვიტა.

„წერილის შესწავლა პროკურატურამ შეწყვიტა, რამდენადაც ხაზარაძემ ვერ დაასახელა, ვინ გადასცა ის, ვინ იყო მესამე პირი. შს მინისტრმა რა თქმა უნდა, უარყო კავშირი ამ წერილთან. დამატებით მიდის თუ არა გამოძიება, ვფიქრობ, მეტი ინტერესი რომ გამოიჩინოთ ამ საკითხის მიმართ, უფრო მნიშვნელოვანი იქნება“, - თქვა ვოლსკიმ.

საქართველოს პროკურატურამ 6 მარტს გამოაქვეყნა წერილის შინაარსი, რომელიც, უწყების თქმით, მამუკა ხაზარაძემ სასამართლოში დაკითხვაზე მიიტანა. ხაზარაძის თქმით, მან მუქარის წერილი შუამავლის მეშვეობით მიიღო. თუმცა, შუამავლის ვინაობა, როგორც მისმა ადვოკატმა განმარტა მისივე ინტერესებიდან გამომდინარე არ დაასახელა.

წერილის მიხედვით, მამუკა ხაზარაძისგან მოითხოვდნენ, რომ „ტვ პირველს“ ხელისუფლების მხარდამჭერი პოლიტიკა გაეტარებინა, თავად ხაზარაძეს გაევრცელებინა წერილი, რომლითაც „ნაციონალურ მოძრაობას“ გააკრიტიკებდა და ტელეკომპანია „არტარეას“ „ობიექტურობის მაღალი ხარისხი ეჩვენებინა“.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებლივ და ობიექტურ საშუალებას და გავაკეთებთ ამას საჯაროდ, შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის“, - ნათქამი იყო წერილის ასლში, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა.

(შესწორება, 18:33 საათი: მასალის პირველი სათაური იყო: „ხაზარაძე მეორედ დაიკითხა, მაგრამ ისევ არ ასახელებს შუამავალ პირს“. თუმცა, მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა განმარტა, რომ ხაზარაძე ზოგადად თიბისის საქმეზე დაიკითხა ორჯერ და აქედან განმეორებით, 5 მარტს დაიკითხა სწორედ წერილის შესახებ)

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 აპრილი
21 აპრილი

4 ლგბტ აქტივისტს ჰომოფობიური მოტივით ფიზ ...

ლგბტ აქტივისტი გიორგი თაბაგარი აცხადებს, რომ ჰომოფობიურ ნიადაგზე მას და კიდევ 3 აქტივისტს ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი კლუბის ...
20 აპრილი
20 აპრილი

ნინო ჯღარკავას შვილის მიმართ მუქარის ბრა ...

ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმღვანელის, ნინო ჯღარკავას შვილის მიმართ მუქარის ...
20 აპრილი
20 აპრილი

ზუგდიდში მოწამლული 10 უცხოელი ბავშვის სა ...

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 10 უცხოელი ბავშვი გადაიყვანეს. როგორც „ლიბერალს“ „ევექსში&ldqu ...
^