Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„შერატონის“ ახალი სიცოცხლე - საერთაშორისო ბრენდის თბილისური ისტორია გრძელდება

12 მარტი, 2019 18:01

1991 წელი. თბილისში „შერატონ მეტეხი პალასი“ გაიხსნა - პირველი საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი საქართველოში და პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კავკასიაში.

ეს ის დროა, როცა ახალი გადატანილი გვაქვს 9 აპრილი, თბილისის ომი, კომენდანტის საათი, სახალხო რეფერენდუმი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად. ამ დროს თბილისის ქუჩებში კვლავ სავსეა კრიმინალური შეიარაღებული დაჯგუფებებით. ჩვენ კი, ხალხი, ვოცნებობთ თავისუფლებაზე, სიმშვიდეზე, განვითარებაზე...

1991 წლიდან მოყოლებული, 2014 წლის დეკემბრამდე ალბათ არ დარჩენილა ჟურნალისტი, ქართველი თუ უცხოელი, ვისაც „შერატონის“ ფოიეში არ უმუშავია.
აქ ჩამოდიოდნენ მაღალი რანგის სტუმრები, იმართებოდა ადგილობრივი თუ საერთაშორისო კონფერენციები, ბიზნესფორუმები, ვორქშოფები...

„შერატონში“ დუღდა ის ცხოვრება,  რომლისკენაც ვისწრაფოდით....



„ჩვენ ყოველთვის ღია ვიყავით ჟურნალისტებისთვის, საზოგადოებისთვის, საქმიანი წრეებისთვის. ეს „შერატონის“ ტრადიციაა და აუცილებლად გაგრძელდება,“ - ამბობს „შერატონის“ გენერალური მენეჯერი ანდრეას ჰეიდინსფელდერი, ადამიანი, რომელსაც 2014 წლის 1-ელი დეკემბრის შემდეგაც, როცა სასტუმრო სარემონტო სამუშაოებისთვის დროებით დაიხურა, აქაურობა ერთი წუთითაც არ დაუტოვებია და ადგილზე მეთვალყურეობდა მთელ პროცესს.

ვიდრე ვისაუბრებთ, თუ რა სამუშაოები ჩატარდა და როგორი შეთავაზებები აქვთ სტუმრებისთვის, იმის შესახებ უნდა ვთქვათ, რაც ძველი „შერატონისგან“ შემორჩა.

პირველ რიგში, ეს არის ადამიანური რესურსი. როგორც სასტუმროს გენერალური მენეჯერი ამბობს, შერატონისთვის მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომელი. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში სასტუმრომ მოახერხა და თანამშრომლეთა ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა.

„შერატონი“ უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება თავისი დიდი გუნდისთვის წევრების შერჩევას და შემდეგ მათ შენარჩუნებას. ეს „შერატონის“ კულტურაა. შერჩევის პროცესი, რა თქმა უნდა, სრულიად გამჭვირვალეა. აი, ახლაც,  9 დეკემბერს დასაქმების ფორუმი გავმართეთ, სადაც განახლებული სასტუმროსთვის 250 ვაკანსია წარვადგინეთ. ასე რომ, თავისი საქმის მცოდნე და მოტივირებულ ადამიანებს მიეცათ საშუალება, ჩვენი გუნდის წევრები გამხდარიყვნენ,“ - აღნიშნავს ლეილა ახმეტელაშვილი, სასტუმროს კადრების განყოფილების დირექტორი.

„შერატონისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყო ფაქტორია ის, რომ აქაურობა ყოველთვის საუკეთესო და უსაფრთხო ადგილი იყო ადგილობრივი თუ საერთაშორისო დონის შეხვედრებისთვის, მასშტაბური კონფერენციებისთვის.



„ჩვენ დღესაც შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ კვლავ იქცევა ყველაზე მნიშვნელოვან სივრცედ საქმიანი თუ პირადი შეხვედრებისთვის და დაიმსახურებს, ერქვას თავშეყრის ყველაზე მასშტაბური ადგილი მსოფლიოში,“ - გვეუბნება „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი რუსუდან ძიგრაშვილი.

ეს ნათქვამი კი ნამდვილად ობიექტურად უნდა მივიჩნიოთ, თუ გავითვალისწინებთ  მასშტაბური მიღებების მხრივ „შერატონის“ ძველ გამოცდილებას და ახლად ჩატარებულ რეკონსტრუქციას, როცა ღონისძიებებისთვის განკუთვნილმა სივრცემ 2,000 კვ.მეტრს მიაღწია!

„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასს“ ქალაქში ყველაზე დიდი - 1000 კვ.მ. ფართობის საკონფერენციო დარბაზი აქვს. როგორც ამბობენ, ეს იმხელა ფართია, ცხენი გაჭენდება. და რაც მთავარია, ეს ფართი ბევრ შესაძლებლობას იძლევა - აქ შეიძლება კორპორატიული წვეულებების, კოქტეილ-საღამოების და საქორწილო ცერემონიების გადახდა;

გარდა საკონფერენციო დარბაზისა, კიდევ 1000 კვ.მ. ეთმობა 12 ოთახს საქმიანი შეხვედრებისთვის, რომლებიც სრულად აღჭურვილია უახლესი ტექნიკით;
სასტუმროში ღონისძიებებისთვის განკუთვნილ სივრცეში, მთლიანობაში, 3000-მდე ადამიანის შეკრება შეიძლება.

საქმიანი შეხვედრების ყველა დარბაზს თავისი სახელწოდება აქვს: კავკასიონი, გერგეთი, გომბორი, მტირალა, უშბა... ინტერიერის ზოგადი დიზაინიც მთებით არის შთაგონებული - ფერები, ფორმები, ფაქტურა, ჭაღები, ჯაჭვის ფარდები...



განახლებულ „შერატონში“, 140-ის ნაცვლად, უკვე 220 ნომერია, საიდანაც თბილისის საოცარი პანორამა იშლება. ყოველი ნომერი გაფორმებულია ქართველი ფოტოგრაფების ექსკლუზიური ნამუშევრებით, რომლებზეც საქართველოს სხვადასხვა ულამაზესი კუთხეა აღბეჭდილი.

სასტუმროს შეუძლია იამაყოს მრავალფეროვანი, უნიკალური და ჯანსაღი სამზარეულოთი, რომელსაც შემოგთავაზებენ პირველ სართულზე განთავსებულ  ბარში, ღვინის ბიბლიოთეკაში, სადაც 1600 სახეობის, მათ შორის ქართველი მევენახეების ღვინოა წარმოდგენილი, რესტორან ფისტში, სადაც სტუმრების თვალწინ მზადდება კულინარიული შედევრები, ატრიუმში მდებარე Lobby Lounge-ში და ბოლო სართულის რესტორანში, ეკლექტიკური ინტერიერით და დიდებული ტერასებით...

განახლებულ სასტუმროში 1500 კვ.მ.-ზეა გაშლილი გამაჯანსაღებელი სპა და ფიტნეს ცენტრები, უახლესი კარდიო და ძალისმიერი ტრენაჟორებით, სამასაჟე და სარელაქსაციო ოთახებით, დახურული და ღია აუზებით.

ახლა კი ახალი სტატუსის შესახებ, რომლითაც განახლებულმა სასტუმრომ დაიწყო ფუნქიონირება.
„Marriott“-ის საერთაშორისო ქსელის წევრი „Sheraton Hotels & Resorts“, მასშტაბური ტრანსფორმაციის შემდეგ, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასს“ Grand-ის სტატუსით წარმოადგენს.
„ეს სტატუსი სასტუმრომ დაიმსახურა უნიკალური ადგილმდებარეობით, დახვეწილი დიზაინით, გამორჩეული სამზარეულოთი, საკუთარი გამაჯანსაღებელი ცენტრებით და მაღალი დონის მომსახურების შეთავაზებით. „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ სრულად პასუხობს „შერატონის“ ლეგენდარული ბრენდის კონცეფციას - იყოს „მსოფლიო თავშეყრის ადგილი“. მოკლედ, ჩვენ ვბრუნდებით მაქსიმალურად მაღალი სტანდარტით, “ - ამბობს ანდრეას ჰეიდინგსფელდერი.

ასე რომ, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ - საბჭოთა ეპოქის შემდეგ პირველი საერთაშორისო სასტუმრო საქართველოში, თავის ხანგრძლივ და ემოციურ თბილისურ ისტორიას აგრძელებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

დაპირისპირება პარლამენტში - გოგიჩაიშვილმ ...

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა  კომიტეტის სხდომა დილიდან ხმაურისა და მწვავე დისკუსიის ფონზე მიმდინარეობს. კომიტეტზე ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

გენერალური პროკურატურა ყოფილი თანამშრომლ ...

გენერალური პროკურატურა განცხადებით პასუხობს - სალომე ადეიშვილის ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც, აწ უკვე ყოფილი პრო ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

საწარმოებში მომხდარი უბედური შემთხვევები ...

დღეს, 23 ოქტომბერს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა  (EMC) მონიტორინგის და კვ ...
^