Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ეთნოგენეტიკური კვლევის ცენტრი“ ადასტურებს ნუგზარ ბაგრატიონისთვის ანალიზის ჩატარებას

12 მარტი, 2019 18:57

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაგრატიონ-გრუზინსკების ოჯახის სარჩელის განხილვის დაწყებამდე დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა, ლევან ჩხეიძემ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, საპატრიარქომ შესაბამისი დნმ კვლევა ჩაატარა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სინამდვილეში სიხარულიძეა. 

ამ საკითხზე „ლიბერალი“ დაუკავშირდა საპატრიარქოს პრესსამსახურს, საიდანაც „ეთნოგენეტიკური კვლევის სამეცნიერო ცენტრის“ ხელმძღვანელ გიორგი ანდრიაძესთან გადაგვამისამართეს. 

ანდრიაძე აცხადებს, რომ საპატრიარქო ცენტრის მხოლოდ დამფუძნებელია და მათ არც იციან, ვის ჩაუტარდა ანალიზი - „კვლევა დაიწყო საპატრიარქოს უნივერსიტეტში და შემდეგ ჩამოყალიბდა აიპი“. მისივე თქმით, ცენტრი  2010 წლიდან ატარებს მსგავს კვლევებს და უკვე 1200-ზე მეტი გვარია შესწავლილი, მათ შორის ნუგზარ ბაგრატიონიც. 

„ნუგზარ ბაგრატიონის გვარს აქვს უნიჭიერესი, ცნობილი, უძველესი ქართული გენოტიპი. რომელი აქვს და როგორ აქვს, ამას ვერ ვიტყვი - ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია“, - განაცხადა გიორგი ანდრიაძემ. 

მუხრანელების ადვოკატის მტკიცებას, რომ ნუგზარ ბაგრატიონი, კვლევის მიხედვით, სიხარულიძეა, გიორგი ანდრიაძე აბსურდს უწოდებს.

„ადვოკატს კი არა ყველას შეეშლება ასეთი რამე, ვინც არ არის ეთნოგენეტიკის სპეციალისტი. მისი [ნუგზარ ბაგრატიონის] გვარი ნამდვილად მიეკუთვნება უძველეს ქართველ გენოტიპს. ხოლო, ვინ არის ბაგრატიონი და ვინ - არა, ასე მარტივად ეს არ დგინდება. ეს გვარი არის უძველესი, უნიჭიერესი, იმავე გენოტიპს ატარებს ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონის გვარი“, - აცხადებს ანდრიაძე.

ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, კვლევაში არც ერთი გვარის წარმომადგენელს თანხა არ გადაუხდია, მისი თქმით, ცენტრს სხვადასხვა დროს სხვადასხვა წყარო აფინანსებდა - „ზოგჯერ საპატრიარქოს უნივერსიტეტი, ზოგჯერ - კერძო პირები“. 

ბაგრატიონ-მუხრანელთა მოთხოვნის შესრულებას წინაპართა ექსჰუმაცია სჭირდება - გრუზინსკების ადვოკატი

„სამეფო კარის“ დავა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^