Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ოკუპირებულ აფხაზეთში დაღუპულ ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა

14 მარტი, 2019 11:23

ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს ექსპერტიზა სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა. ექსპერტ ირაკლი თოიძის განცხადებით, გარდაცვლილს ყელზე დაზიანებები აღენიშნება.

„არის თოკის ჩანართები. მეტი დაზიანება ფაქტობრივად, არ არის. დამატებითი გამოკვლევების შემდეგ დადგინდება რაღაცები. დაზიანებები რაც იყო, არის ყელზე უმნიშვნელო ნაჭდევები. ეს სიცოცხლის დროინდელია თუ სიკვდილის შემდეგ განვითარებული, ამაზე ლაბორატორიული კვლევა ჩატარდება“, - განაცხადა ექსპერტმა ირაკლი თოიძემ.

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებული გალის რაიონში 1990 წელს დაბადებულმა საქართველოს მოქალაქემ, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებას ჰყავდა დაკავებული, თავი მოიკლა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, ხელისუფლება ყველა სახის ინსტრუმენტს გამოიყენებს, რომ გალში საქართველოს მოქალაქის თვთმკვლელობის გამომწვევი გარემოებები დეტალურად დადგინდეს და ამის შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობა ამომწურავად იყოს ინფორმირებული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^