Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მსგავსი ტექნიკური ხარვეზი Facebook-ს 2008 წლის შემდეგ არ ჰქონია - BBC

14 მარტი, 2019 12:26

Facebook გუშინ მთელ მსოფლიოში შეფერხებით მუშაობდა. BBC-ის ცნობით, ეს ერთ-ერთი მასშტაბური შეფერხება იყო. 

ოთხშაბათს ხარვეზი შეექმნა როგორც Facebook-ს, ასევე მის სხვა აპლიკაციებსაც, Messanger, Instagram, whatsapp. შეფერხებების გამო, მომხმარებელს არ შეეძლო Facebook-ზე სტატუსის გამოქვეყნება, კომენტარის დაწერა, Messanger-ით შეტყობინებები არ იგზავნებოდა სრულყოფილად.  შეფერხება იყო Instagram-სა და Whatsapp-ზეც. 

ასეთი მასშტაბის ხარვეზი Facebook-ს ბოლოს 2008 წელს ჰქონდა, როცა მისი მომხმარებელი 150 მილიონს აღწევდა. დღეს კი ყოველთვიურად ამ აპლიკაციას 2.3 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს. 

ტექნიკური ხარვეზის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. 

„გვაქვს ინფორმაცია, რომ მომხმარებლის ნაწილი Facebook-ის აპლიკაციას სრულყოფილად ვერ იყენებს. ვმუშაობთ, რომ ხარვეზი აღმოფხვრათ“ - განაცხადეს გუშინ კომპანიის წარმომადგენლებმა. 

მოგვიანებით მათ განაცხადეს, რომ მასშტაბური ტექნიკური ხარვეზი კიბერშეტევას არ გამოუწვევია. 

BBC-ის ცნობით, აპლიკაციების შეფერხების შემდეგ twitter-ზე  ჰეშთეგი  #FacebookDown  და  #InstagramDown მომხმარებლებმა 150 000-ჯერ გამოიყენეს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^