Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამწუხაროა, რომ მთიანი ყარაბაღიდან დელეგაციები ჩამოდიან აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში - სალომე ზურაბიშვილი

14 მარტი, 2019 14:00

ძალიან სამწუხარო და მტკივნეულია ჩვენთვის, როცა მთიანი ყარაბაღიდან დელეგაციები ჩამოდიან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და აყენებენ საკითხს, თითქოსდა ეს არის ერთი და იმავე ტიპის კონფლიქტები, რაღაც სიმეტრიას ეძებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ერევანში, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ არარატ მირზოიანთან შეხვედრაზე განაცხადა. პრეზიდენტის განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის პარლამენტების თანამშრომლობა კონფლიქტების საკითხში.

„თქვენ ასევე ახსენეთ ჩვენი თანამშრომლობა კონფლიქტების საკითხში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ეს კონფლიქტები, ალბათ, ჩვენი რეგიონისთვის არის ის, რაც ყველაზე მეტად აფერხებს ჩვენს ერთობლივ წინსვლას.

როგორც იცით, საქართველოში არის ორი ოკუპირებული ტერიტორია და თუ ვსაუბრობთ ქვეყნის ინტერესებზე, ჩვენთვის მთავარი და ერთადერთი ინტერესია, რომ ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იყოს აღიარებული, აღიარებული არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ფაქტობრივად.

ამ მხრივ, ძალიან სამწუხაროა, როცა მთიანი ყარაბაღიდან დელეგაციები ჩამოდიან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და თავად აყენებენ საკითხს, თითქოსდა ეს არის ერთი და იმავე ტიპის კონფლიქტები და რაღაც სიმეტრიას ეძებენ, ეს ჩვენთვის ძალიან სამწუხარო და მტკივნეულია.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ აქ არ არის ის კეთილგანწყობა, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ უნდა არსებობდეს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

24 მაისი
24 მაისი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამწესებუ ...

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა დასრულდა. იუსტიციის უ ...
24 მაისი
24 მაისი

გიორგი ჭელიძეს 3 წლითა და 6 თვით პატიმრო ...

„საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრს, გიორგი ჭელიძეს სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ...
24 მაისი
24 მაისი

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლ ...

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორის საქმეზე მუხლი დამძიმდა. შსს-ს ცნობით, გამოძიება ს ...
^