Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკული ანგარიში საქართველოს სასამართლო სისტემის შესახებ

14 მარტი, 2019 14:57

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აშშ კრიტიკულად აფასებს გასულ წელს სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს.

„მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია და კანონი უზრუნველყოფს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას, რჩება ნიშნები, რომელიც მართმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლოებაში ჩარევაზე მიუთითებს. მოსამართლეები პოლიტიკური ზეწოლისგან ისევ დაუცველები იყვნენ, იქნება ეს ზეწოლა სისტემის გარედან თუ შიგნიდან“, - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშში აღნიშნავს, რომ კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლოსთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და სხვა ორგანიზაციები თუ ჯგუფები მზარდ შეშფოთებას გამოთქვამდნენ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე.

„გასული წლის განმავლობაში ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ პრობლემებზე, მათ შორის, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის გაძლიერებაზე, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და სასამართლოს ხელმძღვანელი პირებისგან შედგება. საუბრობენ, რომ მათ ჩაახშეს კრიტიკული მოსაზრებები და ისეთი საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც სასმართლოს დამოუკიდებლობას გააძლიერებდა“, - წერს სახელმწიფო დეპარტამენტი.

ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ სასამართლო სისტემაში რეფორმების ე.წ. „მესამე ტალღა“ ხარვეზებით წარიმართა, რაზეც კოალიციასთან ერთად, პრეზიდენტი, სახალხო დამცველი და საერთაშორისო საზოგადოებაც საუბრობდა.

ასევე კრიტიკულად არის შეფასებული მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომის შემდეგ თეა წულუკიანის წარმართული პროცესი უწყების ახალი ხელმძღვანელის დასანიშნად. კითხვები ჩნდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომის შესახებაც.

„აგვისტოში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დატოვა. სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მან გადაწყვეტილება პოლიტიკური ზეწოლის შედეგად მიიღო“, - ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების 24 დეკემბერს დასახელებულ სიასაც ეხება. ანგარიშში აღწერილია პროცესები, რომელიც იმ კანდიდატების სიის წარდგენას მოჰყვა, რომელთა მიმართაც საზოგადოებას კითხვები ჰქონდა. მათ შორის წარდგენილი კანდიდატებისა და მოსამართლეთა შერჩევის პროცედურის შესახებ სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა.

„სამოქალაქო საზოგადოება მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წევრებს, რომლებიც კანდიდატთა სიაში მოხვდნენ „კლანის წევრებს“ უწოდებს. ისინი აკრიტიკებენ შერჩევის პროცედურის გაუმჭვირვალე სისტემასაც“, - წერია ანგარიშში. „დიდი აღშფოთება მოჰყვა ლევან მურუსიძის უვადოდ არჩევასაც, რომელსაც კორუფციაში ადანაშაულებენ“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^