რადიო „თავისუფლების" ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში, სოფელ ოტობაიაში დე ფაქტო სამართალდამცავებმა ადგილობრივი მკვიდრი, ლევან ძაძუა დააკავეს.
როგორც თავისუფლებას წყარომ განუცხადა, „ოჯახის წევრები არიან ძალიან ცუდ მდგომარეობაში და არაფერი იციან. ეს არის უპატიოსნესი ოჯახი. რა მოხდა და რისთვის დააკავეს, არაფერი არ ვიცით“.