Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აშშ-ის ანგარიში NGO-ებისა და ოპოზიციური პარტიის შეფასებების კომპილაციაა - ზალკანიანი

14 მარტი, 2019 15:56

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკულ ანგარიშს გამოეხმაურა. 

მისი თქმით, აღნიშნულ ანგარიშში არ არის შეფასებები მიმდინარე პროცესებზე, არამედ მასში ასახულია არასამათავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების შეფასებები. 

„ჩვენთვის ამერიკელი პარტნიორების რეკომენდაციები არის გასათვალისწინებელი და ყოველთვის ვითვალისწინებთ, მაგრამ მინდა, თქვენი ყურადღება მივაქციოთ, რომ ეს არის ანგარიში, რომელშიც არ გვაქვს შეფასება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ეს არის ანგარიში, რომელშიც არის წარმოდგენილი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და ოპოზიციური პარტიების შეფასებების კომპილაცია. გულდასმით გთხოვთ, წაიკითხოთ ეს ანგარიში, სადაც ჩვენ არ გვაქვს შეფასება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან,“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

__________

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა  ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აშშ კრიტიკულად აფასებს გასულ წელს სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს.

„მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია და კანონი უზრუნველყოფს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას, რჩება ნიშნები, რომელიც მართმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლოებაში ჩარევაზე მიუთითებს. მოსამართლეები პოლიტიკური ზეწოლისგან ისევ დაუცველები იყვნენ, იქნება ეს ზეწოლა სისტემის გარედან თუ შიგნიდან“, - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშში აღნიშნავს, რომ კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლოსთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და სხვა ორგანიზაციები თუ ჯგუფები მზარდ შეშფოთებას გამოთქვამდნენ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე.

ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ სასამართლო სისტემაში რეფორმების ე.წ. „მესამე ტალღა“ ხარვეზებით წარიმართა, რაზეც კოალიციასთან ერთად, პრეზიდენტი, სახალხო დამცველი და საერთაშორისო საზოგადოებაც საუბრობდა.

სახელმწიფო დეპარტამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების 24 დეკემბერს დასახელებულ სიასაც ეხება. ანგარიშში აღწერილია პროცესები, რომელიც იმ კანდიდატების სიის წარდგენას მოჰყვა, რომელთა მიმართაც საზოგადოებას კითხვები ჰქონდა. 

სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკული ანგარიში საქართველოს სასამართლო სისტემის შესახებ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 აგვისტო
23 აგვისტო

„თბილისი ენერჯი“ გაზსადენების რეაბილიტაც ...

კომპანია "თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის მასშტაბით მიწისზედა და მიწისქვეშა გაზსადენების რეაბილიტაციას აგრძე ...
22 აგვისტო
22 აგვისტო

მკაფიოდ ვაფიქსირებ, რომ ყველაფერს გავაკე ...

,,რუსთავი 2-ის’’ მფლობელი    ქიბარ ხალვაში    განცხადებას აავრცელებს, რომელსაც ...
22 აგვისტო
22 აგვისტო

ვინ და რატომ „დატროლა" მედია ?

19 აგვისტოს, მედიასაშუალებებს „საქართგელოს მთავრობის“ სახელით, ელექტრონული ფოსტით - [email protected] ...
^