Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ჯიხვებს საკვლევად GPS გადამცემები დაამაგრეს

14 მარტი, 2019 18:01

ლაგოდეხის აღკვეთილში სახეობათა კონსერვაციის ცენტრმა NACRES-მა GPS საყელურით პირველი აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი მონიშნა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, GPS საყელურით 6 ჯიხვის აღჭურვა იგეგმება. საყელურს 2 წლის სამუშაო რესურსი აქვს და ინფორმაციას სატელიტური თანამგზავრების მეშვეობით გადმოსცემს.

პროექტი „ჯიხვის ტელეომეტრიული მონიტორინგი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე“ 2018 წელს დაიწყო.

„ჯიხვის ტელეომეტრიული კვლევა დაგვეხმარება, შევისწავლოთ, დავაკვირდეთ და მოვაგროვოთ ჯიხვის პოპულაციისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ჯიხვის ჰაბიტატის გამოყენების ასპექტები, ინდივიდუალური ტერიტორიის ზომა, დღე-ღამური და სეზონური გადაადგილებისა და მიგრაციის თავისებურება.

ტელემეტრიულ მონაცემებზე დაყრდნობით შესაძლებელია პოპულაციის რიცხოვნობის, დინამიკის დადგენა, პოპულაციაზე მოქმედი საფრთხეების შეფასება.

ტელემეტრია ასევე დაგვეხმარება, შევაფასოთ ტურიზმისა და ძოვების ზეგავლენა ჯიხვის პოპულაციაზე. მოპოვებული მონაცემების ანალიზის შედეგად გაუმჯობესდება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ეფექტიანი მართვა“ - თქვა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორმა, გიორგი სულამანიძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^