Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ მიმდინარეობს გუდიაშვილისა და ორბელიანის მოედნების რეაბილიტაცია - კვლევა

14 მარტი, 2019 18:31

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ „ტფილისის ჰამქრის“ ექსპერტებთან ერთად 2018 წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით განახორციელა  „თბილისის განვითარების ფონდის“ მიერ წარმოებული სარეაბილიტაციო სამუშაოს მონიტორინგი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო მეთოდოლოგიასთან მიმართებით. მონიტორინგი წარმოებდა საქართველოს ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, USAID-ის დაფინანსებით.

საიას მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში  აღნიშნულია, რომ კვლევის პროცესში „ტფილისის ჰამქრის“ ექსპერტებს სხვადასხვა სახის წინააღმდეგობა შეხვდათ.

  • არც ერთ მიმართვაზე ფონდის მხრიდან არ ყოფილა დროული და ადეკვატური პასუხი - ორი წერილი დღემდე უპასუხოა, მესამის პასუხი კი ბუნდოვანი და არაფრის მთქმელია.

ანგარიშში წერია, რომ აღნიშნულის გამო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ქმედების დავალდებულების მოთხოვნით, ფონდის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

  • „მიზანმიმართულად გაჭიანურდა და არ იყო მოწოდებული ფონდიდან გამოთხოვნილი დოკუმენტაცია (ობიექტების რეაბილიტაციის შეთანხმებული პროექტების ასლები, ხარჯთაღრიცხვები, შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტები“,-ვკითხულობთ ანგარიშში.

გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია

გუდიაშვილის მოედნის რებილიტაციის შესახებ მომზადებულ მასალაში ვკითხულობთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონისა“ და ICOMOS საქართველოს მიერ დამუშავებული „გუდიაშვილის მოედნის კონსერვაციის გეგმის“ მოთხოვნების მიუხედავად „თბილისის განვითარების ფონდმა“ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ უზრუნველყო ობიექტზე არქეოლოგის მოვლინება და შესაბამისი დაფინანსება. რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ დააკმაყოფილეს.

მათი თქმით, მიწის სამუშაოები ამჟამად არქეოლოგის დაკვირვების გარეშე მიმდინარეობს, ამასთან ამოღებული არტეფაქტები, ხოლო  მოძიებული არტეფაქტები უსისტემოდ, ფოტოფიქსაციისა და აღრიცხვის გარეშეა დასაწყობებული ერთ-ერთ შენობაში.  

„გასათვალისწინებელია, რომ მომავალში დაგეგმილია აღმოჩენილი მასალის განთავსება გუდიაშვილის მოედანზე დაფუძნებულ ახალ მუზეუმში, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველაფრის სათანადო პირობებში შენახვა და რესტავრაციის განხორციელება“,-წერია კვლევაში.

გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია წაიკითხეთ ვრცლად მითითებულ ბმულზე.

ორბელიანის მოედინის რეაბილიტაცია

მასალაში ვკითხულობთ, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად, ათონელის, სობჩაკის, ფხოვისა და ფურცელაძის ქუჩებზე მდებარე სამშენებლო მოედნებზე არ უშევებე  სპეცილისტებს. 

„თითქოსდა უსაფრთხოების მიზნით, სპეციალისტების დაშვებას წინააღმდეგობას უწევენ როგორც სამშენებლო ორგანიზაციის, ისე ფონდის თანამშრომლები“,-ნათქვამია კველვაში.  

თუმცა, მათი თქმით, ტერიტორიაზე შესვლა და მიმდინარე სამუშაოების დათვალიერება მაინც მოახერხეს. კველვაში აღნიშნულია, რომ მოცემული სიტუაცია შემაშფოთებელია. 

დარღვევები: 

  • რესტავრაცია-რეაბილიტაციისთვის შერჩეული 24 ობიექტიდან სრული დემონტაჟი განხორციელდა და სრულად განადგურდა 8 შენობა; მოცულობის დიდი ნაწილი მონგრეული აქვს 4 ობიექტს. ხოლო იმ შენობებზე, რომლებიც ნგრევას გადაურჩა რეაბილიტაციის სამუშაო უხარისხოდ, მნიშვნელოვანი დანაკარგებითა და დარღვევებით მიმდინარეობს.
  • პროექტანტების უმეტესობა არ არის არქიტექტორ-რესტავრატორი და არ იზიარებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრინციპებსა და საერთაშორისოდ აღიარებულ სარესტავრაციო მეთოდოლოგიას. შესაბამისად, თბილისის ერთ-ერთი უძველესი ნაწილი მათი მხრიდან აღქმულია, როგორც დიდი სამშენებლო პოლიგონი რკინა-ბეტონის ახალი შენობებისთვის​
  • ნაწილობრივ ან/და სრულად დანგრეულ შენობათა შორის რამდენიმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონეა​. ამ ჭრილში მრავალი კითხვის ნიშანი ჩნდება როგორც პროექტანტების, ისე გადაწყვეტილების მიმღები პირების კომპეტენციასთან მიმართებით​
  • ორბელიანის მოედანზე ფართომასშტაბიანი დემონტაჟის განხორციელებისას, ასევე ახალი შენობების საძირკვლისათვის მიწის სამუშაოების წარმოების პროცესში, როგორც საიასთვის გახდა ცნობილი, გამოვლინდა არქეოლოგიური ფენები, რაც ფრთხილად გახსნას, შესწავლასა და 16 დაფიქსირებას საჭიროებდა. სამუშაოს გაჭიანურების საშიშროების გამო, მოხდა ამ ფაქტების გასაიდუმლოება და დამალვა, კანონის მოთხოვნების უგულებელყოფა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ გამოვლენილი პრობლემების ანალიზისას ზემოაღნიშნულ ორ არეალში ფონდის მიერ რესტავრაცია-რეაბილიტაციისთვის შერჩეული ნაგებობების უმეტესობა მთლიანად განადგურდა, განხორციელდა მათი სრული დემონტაჟი. 5 დარჩენილი ობიექტების ნაწილს მოცულობის დიდი ფრაგმენტები მონგრეული აქვს. 

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია წაიკითხეთ ვრცლად მითითებულ ბმულზე

___________________

პროექტი ხორციელდება საქართველოს ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. კვლევის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. კვლევის შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 მაისი
20 მაისი

ივანიშვილმა დაამკვიდრა ასლანიზმი საქართვ ...

გუშინ წარმოუდგენლად მაგარი ბრძოლა გავუმართეთ ივანიშვილს და ყოველი ასეთი ბრძოლის შემდეგ ეს ურჩხული სუსტდება“, - ამი ...
20 მაისი
20 მაისი

საქართველოს ბანკის ახალი იპოთეკური შეთავ ...

საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, იპოთეკურ სესხზე ახალი აქციის დაწყების შესახებ გან ...
20 მაისი
20 მაისი

მერამდენე არჩევნებია, საუბარია, რომ ხდებ ...

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ 19 მაისს გამართული არჩევნები შეაფასა. ომბუდსმენის შეფასებით, დაკვირვების შედეგად გამო ...
^