![](https://liberali.ge/uploads/470_2372821761.jpg)
დღეს შუადღისას, თბილისში, ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა.
53 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ლიბერალს უთხრეს, დაწყებულია გამოძიება 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.