Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩვენი ბაზარი სრულად გახსნილია, ეკონომიკა - ლიბერალური - მამუკა ბახტაძე ტოკიოში

15 მარტი, 2019 11:05

საერთაშორისო ინვესტიციებისთვის განსაკუთრებული მიმზიდველობის მქონე ქვეყანაა; ჩვენი ბაზარი სრულად გახსნილია, ეკონომიკა - ლიბერალური, ხოლო ადგილმდებარეობა - სტრატეგიული, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმისმონაწილეებს, რომლებსაც ტოკიო მასპინძლობს.

მთავრობის მეთაურის განცხადებას პრესსამსახური ავრცელებს, რომლის თანახმად, პრემიერმა ფორუმის გახსნისას იაპონია-საქართველოს შესანიშნავ ხალხთაშორის და პოლიტიკურ კავშირებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დროა, ეს განსაკუთრებული დამოკიდებულება ეკონომიკურ ურთიერთობებშიც გადაიზარდოს.

მამუკა ბახტაძე ღონისძიების მონაწილეებს განათლების სისტემის მასშტაბურ რეფორმაზე ესაუბრა, რომლის თანახმად, სექტორის დაფინანსება 2022 წლისთვისმთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს მიაღწევს.

„იაპონია ყოველთვის გამოირჩეოდა მსოფლიოში ტრადიციებისა და პროგრესის ჰარმონიული თანაარსებობით, რამაც უპრეცედენტო წარმატებას დაუდოსაფუძველი. ჩვენც ზუსტად ასე ვხედავთ განვითარებას, თუმცა შეუძლებელია ნამდვილად მდგრადი და გამძლე ეკონომიკის შექმნა ძლიერი ადამიანურიკაპიტალის გარეშე. ზუსტად ამ მიზეზით დავიწყეთ განათლების სექტორში ძალიან ამბიციური რეფორმა ჩემს ქვეყანაში. გვსურს, განათლება საქართველოსეკონომიკის დომინანტ სექტორად ვაქციოთ და მთლიანი შიდა პროდუქტის 11 პროცენტამდე გავზარდოთ მისი წილი საჯარო და კერძო სექტორებს შორისპარტნიორობის საშუალებით.

განზრახული გვაქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ დარგის დაფინანსების ყოველწლიური ზრდა, რომელიც 2022 წლისთვისმთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტს მიაღწევს. ხშირად მითქვამს, რომ რეფორმების კუთხით მოსაკრეფი ნაყოფი ქვედა ტოტებზე არ დაგვრჩა. ძალიანამბიციურ მიზნად გვაქვს დასახული, საქართველო მრავალი მიმართულებით ვაქციოთ რეგიონულ ცენტრად და ყველაზე მგრძნობიარე და რესურსებითგაჯერებული მიმართულებით ვაპირებთ გამოწვევების დაძლევას. საქართველო ყველა გაგებით არის რეგიონულ და გლობალურ ბიზნესცენტრად ქცევისბუნებრივი კანდიდატი. ჩვენ ვიმყოფებით ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის გასაყარზე; ვართ მცირე ზომის, თუმცა საერთაშორისოინვესტიციებისთვის განსაკუთრებული მიმზიდველობის მქონე ეკონომიკა. ჩვენი ბაზარი სრულად გახსნილია, ეკონომიკა - ლიბერალური, ხოლოადგილმდებარეობა - სტრატეგიული”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიღწევებს და აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების უახლეს რეიტინგში, საქართველომსოფლიოში - მე-6, ხოლო ევროპაში პირველ ადგილზეა.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის გათვლებით, საქართველოს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ექნება მთელს სამეზობლოში დამომდევნო სამი წლის განმავლობაში წლიური ზრდა არ უნდა იყოს 5 პროცენტზე ნაკლები. ამას გარდა, მსოფლიოში ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთისმქონე ქვეყანა ვართ. ჩვენი მიზანია, ინკლუზიური ეკონომიკა შევქმნათ, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებული გლობალურ კონტექსტში, როგორცაღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი სავაჭრო ცენტრი. ამ კუთხით ზრდის უდიდეს პოტენციალს ვხედავთ, კონკრეტულად კი ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. ორი კვირის წინ, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მაჩვენი სუვერენული რეიტინგი გაზარდა BB ნიშნულამდე და საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც სარეიტინგო მაჩვენებელი გაეზარდა.

ინფრასტრუქტურის როლი ამ გზაზე გადამწყვეტია და ამ მიზნით ვაპირებთ, 2023 წლისთვის დავასრულოთ ყველა მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტისგანხორციელება. ამჟამად შავი ზღვის სანაპიროზე ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რათა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მზარდ ვაჭრობას ხელიშევუწყოთ და კიდევ უფრო გავზარდოთ მისი მასშტაბები. საქართველო კარიბჭეა ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნისთვის - მათ შორის სამხრეთ კავკასიისადა ცენტრალური აზიისთვის.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოს გლობალურ ეკონომიკაში საუკეთესო გზით და მეთოდით ინტეგრაციაა. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან და დამოუკიდებელსახელმწიფოთა თანამეგობრობასთან. ეს იმას ნიშნავს, რომ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების საშუალებით წვდომა გვაქვს 2.3 მილიარდი მომხმარებლისმქონე ბაზრებთან”, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ბიზნესფორუმის ფარგლებში იაპონურ მხარესთან ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც საქართველოსეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და ნიპონის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიის (NEXI) პრეზიდენტმა მასაფუმი ნაკადამ მოაწერეს ხელი. პრემიერის შეფასებით, ურთიერთგაგების მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორ ერს შორის ვაჭრობის განვითარებასა და ინვესტიციების სფეროშითანამშრომლობას. ამასთან, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებაზე, რაც იაპონიიდანსაქართველოში მეტი ინვესტიციის განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

„დასკვნის სახით, მინდა, საერთაშორისო ინვესტორებისთვის ნათელი მოვფინო საქართველოს ეკონომიკური ზრდისა და რეგიონულ ცენტრად ქცევის უდიდესპოტენციალს. იაპონია ძალიან კარგ მაგალითს გვაძლევდა იმისა, თუ როგორ შეიძლება ძლიერი ნების მქონე ერმა დაძლიოს ბევრი სირთულე და წარმატებასმიაღწიოს. კვლავ ვიტყვი, რომ თქვენი დახმარებით და პარტნიორობით ყოველდღე გვახსენდება, რომ წინ ნათელი მომავალია. მინდა, კიდევ ერთხელგადაგიხადოთ მადლობა საქართველოთი დაინტერესებისთვის და იმედი მაქვს, ბევრ თქვენგანს მალე ვიხილავ ჩემს ქვეყანაში”, - მიმართა პრემიერმაბიზნესფორუმის მონაწილეებს.

საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმზე 150-ზე მეტი, მათ შორის 30-მდე ქართული კომპანიაა წარმოდგენილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 აგვისტო
23 აგვისტო

„თბილისი ენერჯი“ გაზსადენების რეაბილიტაც ...

კომპანია "თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის მასშტაბით მიწისზედა და მიწისქვეშა გაზსადენების რეაბილიტაციას აგრძე ...
22 აგვისტო
22 აგვისტო

მკაფიოდ ვაფიქსირებ, რომ ყველაფერს გავაკე ...

,,რუსთავი 2-ის’’ მფლობელი    ქიბარ ხალვაში    განცხადებას აავრცელებს, რომელსაც ...
22 აგვისტო
22 აგვისტო

ვინ და რატომ „დატროლა" მედია ?

19 აგვისტოს, მედიასაშუალებებს „საქართგელოს მთავრობის“ სახელით, ელექტრონული ფოსტით - [email protected] ...
^