Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გორში წისქვილკომბინატის გაფიცული თანამშრომლები საპროტესტო აქციას გეგმავენ

15 მარტი, 2019 11:58

გორში წისქვილკომბინატ „კარემენის“ თანამშრომლებმა გუშინ გაფიცვა დაიწყეს, დღეს კი საპროტესტო აქციას გეგმავენ. აქციას პროფკავშირების გაერთიანებას შეუერთდება. დასაქმებულების მთავარი მოთხოვნა ხელფასის მომატებაა.

გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, სავარაუდოდ, პროფკავშირული ნიშნით, ადმინისტრაციამ გაათავისუფლა ერთ-ერთი თანამშრომელი, ხოლო 3 თანამშრომელს სასტიკი საყვედური გამოუცხადა, რასაც თანამშრომელთა პროტესტი მოჰყვა და საბოლოოდ გუშინ დილით ქარხანა გაიფიცა.

„პროფკავშირებს გაფიცვის უფლება უკვე მოპოვებული აქვთ. გაფიცვამდე მედიაციისთვის კანონით განსაზღვრულმა 21-დღიანმა ვადამ შედეგი ვერ გამოიღო. მოლაპარაკების მთავარი საგანი იყო შრომის ანაზღაურების მატება, რომელიც ქარხანაში ბოლო 8 წლის განმავლობაში არ მომხდარა. დასაქმებულთა უამრავ მცდელობას, რომ შეთანხმება კონსტრუქციული მოლაპარაკებების გზით მიღწეულიყო, ადმინისტრაცია არააადეკვატურად მიუდგა და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით უბიძგა დასაქმებულებს უკიდურესი ზომისკენ, გაფიცვისკენ, რაც მათ გარანტირებული აქვთ კონსტიტუციით," - ნათქვამია პროფკავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აქცია დღეს 12 საათზეა დაგეგმილი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^