Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სუსი ახალი ზელანდიის ტერაქტის სავარაუდო იარაღზე ქართული წარწერების საკითხს სწავლობს

15 მარტი, 2019 13:04

ბრიტანულმა ტაბლოიდმა Daily mail-მა ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს სავარაუდოდ  გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდების ფოტოსურათები გამოაქვეყნა. მათზე დატანილი იყო სიმბოლოები და წარწერები სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულზეც. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტაბლოიდის ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება; 

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა მოხდეს დეტალური ინფორმაციის მიღება მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს ახალი ზელანდიის მოსახლეობას მომხდარი ტერორისტული აქტის გამო“, - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 მარტი
21 მარტი

მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტზე ინვესტო ...

პარლამენტში გამოსვლისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა იმ 8 მოთხოვნაზე ისაუბრა, ...
21 მარტი
21 მარტი

თუ დეკრიმინალიზაციის კანონპროექტზე შეჯერ ...

უმრავლესობის დეპუტატმა ლევან კობერიძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის" ფორმატში იუსტიციის მინისტრ ...
21 მარტი
21 მარტი

საია სოციალურ მუშაკთა გაფიცვას მხარს უჭე ...

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მხარს უჭერს სოციალურ მუშაკთა გაფიცვას და მათთვის ღირსეული სამუშაო პირობებისთვის რეალური რე ...
^