Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გორის მერი: სამი ნიღბიანი პირი ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება

15 მარტი, 2019 15:58

გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ სამი ნიღბიანი პირი დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლების მიერ 7 თებერვალს დამონტაჟებული სამეთვალყურეო კოშკურიდან დაახლოებით 10 მეტრის აქეთ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. 

“სამი ნიღბიანი პირი ამ კოშკურიდან დაახლოებით 10 მეტრით აქეთ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ჯერჯერობით უცნობია, მათი გამოჩენის მოტივი. ადგილზე იმყოფებიან ქართველი სამართალდამცავები, შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის წარმომადგენლები და ვითარებას აკონტროლებენ. ამ წუთებში დაძაბული ვითარება არ არის“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

მოგვიანებით თავზარაშვილმა განმარტა, რომ ინფორმაცია ადგილობრივებზე დაყრდნობით მიიღო. „ეს ინფორმაცია ფაქტობრივად, არის დაუზუსტებელი და გამორიცხული არ არის გავრცელებული ინფორმაციების გარკვეული ნაწილი პროვოკაციულ ხასიათს ატარებდეს“,- განაცხადა მან. 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ეტაპზე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან, – ამის შესახებ სუს-ში აცხადებენ.

როგორც სამსახურში აცხადებენ, გავრცელებული ინფორმაცია ცხელი ხაზის მეშვეობით მოწმდება, ასევე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი.

„ამ ეტაპზე, არსებული ინფორმაციით, არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან  საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან.

საოკუპაციო ძალების მხრიდან ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, – აცხადებენ სუსში. 

„საზღვრის“ გავლების ახალი შემთხვევა არ დაგვიფიქსირებია - EUMM

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 მაისი
20 მაისი

ივანიშვილმა დაამკვიდრა ასლანიზმი საქართვ ...

გუშინ წარმოუდგენლად მაგარი ბრძოლა გავუმართეთ ივანიშვილს და ყოველი ასეთი ბრძოლის შემდეგ ეს ურჩხული სუსტდება“, - ამი ...
20 მაისი
20 მაისი

საქართველოს ბანკის ახალი იპოთეკური შეთავ ...

საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, იპოთეკურ სესხზე ახალი აქციის დაწყების შესახებ გან ...
20 მაისი
20 მაისი

მერამდენე არჩევნებია, საუბარია, რომ ხდებ ...

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ 19 მაისს გამართული არჩევნები შეაფასა. ომბუდსმენის შეფასებით, დაკვირვების შედეგად გამო ...
^