Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თავი შევიკავოთ უპასუხისმგებლო და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან - ხულორდავა

15 მარტი, 2019 16:30

„განგაშისთვის საფუძველი არ არსებობს. ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც ჩვენ გვაქვს ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან, ასევე იმ ინფორმაციით, რომელიც მიღებული გვაქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან, ეს ინფორმაცია არ დასტურდება.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს არ გადმოუკვეთავთ საოკუპაციო ხაზი. ეს ინფორმაცია არ დასტურდება და ამ მხრივ განგაშის საფუძველი არ არსებობს. ჩვენი სამართალდამცავები ინფორმირებულები არიან, ასევე ჩართულები არიან საერთაშორისო პარტნიორები. ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებიც ინფორმირებულები არიან.

ყველამ შევიკაოთ თავი უპასუხისმგებლო და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ. 

დღეს ხურვალეთში საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი ჯარისკაცების გადმოსვლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ადგილობრივი წერდა, რომ სოფელ ხურვალეთში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ადგილობრივი მოსახლეობის ყანებში შევიდნენ. 

სოფლის შესასვლელი გადაკეტილი აქვთ ქართველ სამართალდამცავებს. ადგილზე იმყოფებიან აქტივისტები დავით ქაცარავა და გიგა მაქარაშვილი, ასევე - ანტისაოკუპაციო მოძრაობის სხვა წევრები. 

მათი ინფორმაციით, პოლიცია სოფელში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევს ჟურნალისტებს და სხვა პირებს. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერმა, იულიუ დრაგიჩმა „ლიბერალს“ განუცხადა, რომ სადამკვირვებლო მისია აკვირდება ვითარებას დიდ ხურვალეთში. 

„ე.წ. საზღვრის გავლების ახალი შემთხვევა არ დაგვიფიქსირებია და უსაფრთხოების წარმომადგენლებიც ადგილზე არიან, მაგრამ ახალი ინციდენტი არ დარეგისტრირებულა. ამოქმედებულია ყველა მექანიზმი, მათ შორის ცხელი ხაზი“, - აცხადებს დრაგიჩი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^