Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სოფელ ხურვალეთში ჟურნალისტები შეუშვეს

15 მარტი, 2019 17:11

„ლიბერალის“ კორესპონდენტის ცნობით, სამართლდამცავებმა სოფელ ხურვალეთში ჟურნალისტები შეუშვეს.  ჩვენი კორესპოდენტი იტყობინება, რომ სოფელში ტელევიზიის წარმომადგენელი ჟურნალისტები შევიდნენ. შესასვლელთან შეკრებილ აქტივისტებს პოლიცია არ უშვებს.

დღეს ხურვალეთში საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი ჯარისკაცების გადმოსვლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ადგილობრივი წერდა, რომ სოფელში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ადგილობრივი მოსახლეობის ყანებში შევიდნენ. 

სოფლის შესასვლელი გადაკეტილი აქვთ ქართველ სამართალდამცავებს. ადგილზე იმყოფებიან აქტივისტები დავით ქაცარავა და გიგა მაქარაშვილი, ასევე - ანტისაოკუპაციო მოძრაობის სხვა წევრები. 

მათი ინფორმაციით, პოლიცია სოფელში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევს ჟურნალისტებს და სხვა პირებს. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერმა, იულიუ დრაგიჩმა „ლიბერალს“ განუცხადა, რომ სადამკვირვებლო მისია აკვირდება ვითარებას დიდ ხურვალეთში. 

„ე.წ. საზღვრის გავლების ახალი შემთხვევა არ დაგვიფიქსირებია და უსაფრთხოების წარმომადგენლებიც ადგილზე არიან, მაგრამ ახალი ინციდენტი არ დარეგისტრირებულა. ამოქმედებულია ყველა მექანიზმი, მათ შორის ცხელი ხაზი“, - აცხადებს დრაგიჩი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^