Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არჩილ თალაკვაძის სახლის გაქურდვაში ბრალდებული პირი დაკავებულია - შსს

16 მარტი, 2019 12:33

არჩილ თალაკვაძის სახლის გაქურდვის ბრალდებით 1989 წელს დაბადებული ა.ს. დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 14 მარტს, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, დეპუტატ არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია, მცირე ზომის სეიფი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სეიფში გარკვეული ოდენობის ფული და არჩილ თალაკვაძის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა“ - აცხადებს უწყება

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, ნაქურდალი თანხა და ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

14 ნოემბერი
14 ნოემბერი

პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემა ...

პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო. პლენარ ...
14 ნოემბერი
14 ნოემბერი

გაიმარჯვა დემოკრატიამ, იქნება თავისუფალი ...

ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა.  უმრავლ ...
14 ნოემბერი
14 ნოემბერი

თბილისის ზღვასთან მომხდარ მკვლელობისთვის ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ნოდარ ცხადაძეს მკვლელობის ფაქტი გახსნეს ...
^