Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შრომის ინსპექციამ ობიექტზე, საიდანაც სამი მუშა ჩამოვარდა, მშენებლობა შეაჩერა

17 მარტი, 2019 10:05

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს. გუშინ, ორთაჭალაში მდებარე სამშენებლო ობიექტიდან სამი მუშა ჩამოვარდა, მათგან ორი დაიღუპა. 

„16 მარტს უბედური შემთხვევა მოხდა ორთაჭალაში, კომპანია „ემ.ჯი ალიანსის“ სამშენებლო ობიექტზე. დაღუპულია ორი დასაქმებული.

საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისას დასაქმებული პირები შენობის გარე სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდნენ დაკიდული ხარაჩოს მეშვეობით, რა დროსაც მოწყდა ბაგირი და მასზე მდგომი სამი დასაქმებული სიმაღლიდან ჩამოვარდა.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა აღნიშნულ შემთხვევაზე დაუყონებლივ მოახდინა რეაგირება და უბედური შემთხვევის მოკვლევის მიზნით დაიწყო ობიექტის შემოწმება.

დღის განმავლობაში ჩატარებული ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, ობიექტზე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დეპარტამენტმა შეაჩერა სამშენებლო პროცესი.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი მოუწოდებს დამსაქმებლებს, უზრუნველყონ დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მხრიდან შრომის უსაფრთხოების ნორმების თითოეულ დარღვევაზე, განსაკუთრებით, რომელიც ზიანს აყენებს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება“, – ნათქვამია შრომის ინსპექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორთაჭალაში კორპუსიდან გადმოვარდნილი კიდევ ერთი მუშა დაიღუპა

თბილისში მშენებარე კორპუსიდან 3 მუშა გადმოვარდა, მათგან ერთი დაიღუპა​

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^