Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ექიმის ინფორმაციით, ორთაჭალაში მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშის მდგომარეობა მძიმეა

17 მარტი, 2019 12:30

ორთაჭალაში მდებარე მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მუშის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

გუშინ, ორთაჭალაში მდებარე სამშენებლო ობიექტიდან სამი მუშა ჩამოვარდა, მათგან ორი დაიღუპა. 

ორთაჭალაში კორპუსიდან გადმოვარდნილი კიდევ ერთი მუშა დაიღუპა

თბილისში მშენებარე კორპუსიდან 3 მუშა გადმოვარდა, მათგან ერთი დაიღუპა​

„პაციენტი ამ დროისთვის მკურნალობას განაგრძობს რეანიმაციულ განყოფილებაში. მისი მდგომარეობა რჩება უკიდურესად მძიმე და რაიმე ოპერაციულ ჩარევას ჯერ არ საჭიროებს. პაციენტი რჩება მართვის სუნთქვაზე",-  ამბობს ექიმი თინათინ ხუჭუა. 

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შრომის პირობების ინსპექტირების  დეპარტამენტმა. მათი ინფორმაციით,  ჩატარებული ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, ობიექტზე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დეპარტამენტმა შეაჩერა სამშენებლო პროცესი.

შრომის ინსპექციამ ობიექტზე, საიდანაც სამი მუშა ჩამოვარდა, მშენებლობა შეაჩერა​

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^