Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უზენაესის მოსამართლეთა არჩევის წესზე იურისტთა ჯგუფი პარლამენტს მიმართავს

18 მარტი, 2019 10:05

დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფი საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებზე, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესს ეხება, პარლამენტს მოსაზრებით მიმართავს. 

მიმართვას, რომელსაც ათამდე ხელმომწერი ჰყავს, უცვლელად გთავაზობთ. 

ხელმომწერები არიან: კახა წიქარიშვილი;  ანა ნაცვლიშვილი; მაია ბაქრაძე,  კახა კოჟორიძე,  თამარ ლალიაშვილი, ირაკლი გაბრიჩიძე, დავით ჯანდიერი, დიმიტრი ხაჩიძე,  ხათუნა გრიგალაშვილი; ბესარიონ სისვაძე;  უჩა ნანუაშვილი. 

„მოგეხსენებათ, რომ 2019 წლის 6 მარტს საქართვლოს პარლამენტის 7 დეპუტატის მიერ ინიცირებული იქნა „საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  (უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესი) ცვლილებების პროექტი (ინიციატორები ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი, დავით მათიკაშვილი და გურამ მაჭარაშვილი - ხელმისაწვდომია პარლამენტის ვებგვერდზე https://info.parliament.ge/#law-drafting/17447.

გავეცანით რა აღნიშნულ პროექტს, გვსურს წარმოგიდგინოთ შემდგომი მოსაზრებები.

                             

  1. კანონპროექტის განხილვის დროს აუცილებელია გავიაზროთ ის სისტემური პრობლემა, რომელიც არსებობს სასამართლოში და რომლის გათვალისწინების გარეშე ამ მიმართულებით ყველა საკანონმდებლო ინიციატივა აზრს მოკლებულია. აღნიშნული პრობლემის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს სასამართლო სისტემის სათავეში მოექცა პირთა ჯგუფი, რომელთა მთავარი მისია იყო მოსამართლეთა კონტროლი და მათი დამორჩილება. 2012 წლის შემდეგ ხელისუფლებამ ამ პრობლემას ჯეროვნად თვალი ვერ გაუსწორა. შემდგომ წლებში გახორციელებულმა  სასამართლო რეფორმის ტალღებმა არა თითოეული მოსამართლის გაძლიერება და სისტემის  გაჯანსაღება, არამედ ამავე გავლენიანი ჯგუფისთვის მეტი ბერკეტების შექმნა, კრიზისის გამწვავება და რეფორმის ჩიხში შესვლა გამოიწვია. პირთა ეს ჯგუფი, კლანი, რომელსაც ხელში ჩაუვარდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა სამოსამართლო ვაკანსია და არასამოსამართლო ვაკანსიათა უმრავლესობა მის ხელთ არსებულ ბერკეტებს იყენებს არა სასამართლოს გაჯანსაღების არამედ საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების მიზნით.  აღნიშნული ნათლად გამოჩნდა 2013-2018 წლებში სადაც სასამართლო რეფორმის ტალღების მიუხედავად,  სისტემური პრობლემა უფრო გაღრმავდა, სასამართლოსადმი   საზოგადოების ნდობა დაეცა, მოსამართლის შიდა დამოუკიდებლობა ვერ იქნა უზრუნველყოფილი. შესაბამისად, ჩვენ უკვე უახლოეს წარსულში ვიხილეთ კიდევ ერთი თვალსაჩინო  მაგალითი, რომ მხოლოდ გამართული  და კონსტიტუციასთან შესაბამისი კანონის მიღება, არსებული ვითარების გათვალისწინების გარეშე შედეგის მომცემი ვერ არის და პირიქით უკუშედეგებს იძლევა.
  2.  არსებული რეალობის ფონზე, წარმოდგენილი კანონპროექტი შედეგად იწვევს არა კლანური მმართველობის შეზღუდვას, არამედ პირიქით კლანს აძლევს თავისუფლებას თავისი გემოვნებით უვადოდ დააკომპლექტოს საქართველოს უზენაესი სასამართლო მისთვის სანდო და მისდამი მორჩილი კადრებით (გასული წლის დეკემბერში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უკვე მკაფიოდ გამოხატა თუ როგორი მოსამართლეებით აპირებს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებას).  ამისთვის კლანს ეძლევა ისეთი მოქნილი მექანიზმები, როგორიცაა, მაგალითად, კონკურსში მონაწილე კანდიდატთა რიცხვის ხელოვნური შეზღუდვა, დასაშვები კანდიდატების თვითნებური გაცხრილვა, ფარული კენჭისყრა, გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა, ინფორმაციის კონფიდენციალობა,  და სხვ.   
  3. იმ პირობებში, როცა კლანური მართვის პრინციპს ექვემდებარება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა შეუძლებლად მიგვაჩნია რაიმე ისეთი კანონის მიღება, რომელიც უზრუნველყოფს უზენაესი სასამართლოს კომპეტენტური და კეთილსინდისიერი კადრებით დაკომპლექტებას.
  4. იმის გათვალისწინებით, რომ იუსტიციის საბჭოს არ აქვს ნდობა საზოგადოების თვალში, ცხადია არც მის მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს ექნებათ ნდობა.   ეს ფაქტორი, ბუნებრივად დააბრკოლებს ძალიან ბევრ ღირსეულ და კომპეტენტურ იურისტს, საერთოდ მიიღოს მონაწილეობა შერჩევის პროცესში.
  5. მართლმსაჯულებაში არსებული არსებული მძიმე ვითარების გათვალისწინებით,  მიმდინარე წლის იანვარსა და თებერვალში შემუშავდა მანიფესტი და პეტიცია კლანის წევრების გადადგომის მოთხოვნით, რასაც ხელი მოაწერა  სამოქალაქო საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა. ჩვენ ვრჩებით ამ მანიფესტის და პეტიციის ერთგული და ვფიქრობთ რომ კლანის გადადგომა არის ერთადერთი პირდაპირი და უშუალო გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან.
  6. ამასთან, გვსურს დავაზუსტოთ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი კეთილსინდისიერი საბჭოს პირობებშიც კი შეიცავს მრავალ ხარვეზს და არ პასუხობს გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, დასაბუთებულობის იმ მაღალ სტანდარტებს, რომელთა განუხრელად უზრუნველყოფაც უმთვრესი წინაპირობაა იმისა, რომ შერჩევის პროცესი იყოს საზოგადოებისთვის სანდო და შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებს ჰქონდეთ მაღალი ლეგიტიმაცია.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტს მოვუწოდებთ

  1. შეისწავლოს და შეაფასოს სასამართლოში არსებული კლანური მმართველობა და მის ნეგატიურ შედეგები, მათ შორის შეფასება მიეცეს გასული წლის დეკემბრის ბოლოს იუსტიციის საბჭოს მიერ განხორციელებულ  ქმედებებს და დააფიქსიროს თავის პოზიცია რეზოლუციის მიღებით

  1. კლანის მიერ მანიფესტისა და პეტიციის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში დაიწყოს მსჯელობა საკანონმდებლო მექანიზმებზე სასამართლო სისტემის მმართველობიდან კლანის ჩამოშორების მიზნით. 

  1. მხედველობაში მიიღოს, რომ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების გამართული წესების და პროცედურების მიღებას  აზრი ექნება მხოლოდ კლანის სისტემიდან წასვლის და იუსტიციის საბჭოს კეთილსიდნისიერი კადრებით ხელახლა დაკომპლექტების შემთხვევაში,

  1. წარმოდგენილ კანონპროექტში გაითვალისწინოს და ასახოს არასამთავრობო ორგანიზაციათა, პოლიტიკურ პარტიათა, საზოგადოების წარმომადგენელთა და საერთაშორისო ორგანიზაციების შემოთავაზებული ინიციატივები, რომლებიც მიმართულია პროცესის გამჭვირვალობის, ანარიშვალდებულების გაზრდისკენ მათ შორის:

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულება

  • ინტერესთა კონფლიქტის მკაფიო წესების შემოღება, მათ შორის საბჭოს წევრებისთვის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების აკრძალვა.

  • შერჩევის პროცესში გარე ექსპერტთა ჯგუფის ჩართვა, რომლებსაც დაევალებათ როგორც კანდიდატთა შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ასევე კანდიდატების შეფასება.

  • არსებულ ვაკანსიებზე მეტი რაოდენობით კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენის შესაძლებლობა.

  • გადაწყვეტილების მიღება საბჭოს წევრთა მაქსიმალური ჩართულობით, ღია კენჭისყრით

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^