Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პარლამენტში 20 მარტს თეა წულუკიანს, 22 მარტს კი მამუკა ბახტაძეს მოუსმენენ

18 მარტი, 2019 12:40

საქართველოს პარლამენტში 20 მარტს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მოუსმენენ, 22 მარტს კი საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მისვლა იგეგმება. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, უმრავლესობის დღევანდელი სხდომაც ამ საკითხებს ეხება.

„პარლამენტში იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს ველოდებით. ახალი რეგლამენტის მიხედვით მინისტრები ძალიან ხშირად გვსტუმრობენ. ასევე რეგლამენტის მიხედვით, 22 მარტს პარლამენტში პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს ველოდებით.

აქედან გამომდინარე, უმრავლესობის დღევანდელი სხდომა შეეხება მიმდინარე დატვირთულ კვირას და დღის წესრიგს. ვეცდებით, მაქსიმალურად გავიაროთ ყველა თემა, რაც მიმდინარე კვირაში დღის წესრიგში დადგება“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

თეა წულუკიანის გამოსვლა პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში იქნება. პრემიერი კი ე.წ. ინტერპელაციის წესით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 ივნისი
15 ივნისი

ირაკლი კობახიძე: მოქალაქეთა ორი ჯგუფის დ ...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, როცა მოქალაქეთა ორი „საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი&ld ...
15 ივნისი
15 ივნისი

მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა შეთანხმდეს ...

სახალხო დამცველი 2019 წლის 14 ივნისს გამართულ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. ომბუდსმენის განცხადებით, კონტრაქ ...
15 ივნისი
15 ივნისი

სალომე ზურაბიშვილი: არ ვეთანხმები დაპირი ...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 14 ივნისს კანცელარიასთან „თბილისი პრაიდის“ აქტივისტების გამართულ ა ...
^