Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გურჯაანში ექიმსა და პაციენტს შორის მომხდარ ინციდენტს მონიტორინგის სამსახური სწავლობს

18 მარტი, 2019 19:11

გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში ექიმსა და პაციენტს შორის მომხდარ ინციდენტს ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის სამსახური სწავლობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.

"მე ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ აქ რაღაც ძალადობას არ ჰქონია ადგილი. ძალიან დამწყდება გული, ასეთი რამ რომ გავიგო. დეტალური ინფორმაცია მალე მეცოდინება, როდესაც ჩვენი მონიტორინგის სამსახური ზუსტად გამომიგზავნის რეპორტს ამის შესახებ. კიდევ ერთხელ, მინდა მჯეროდეს, რომ აქ ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. ეს მიუღებელია ნებისმიერი ფორმით ნებისმიერი მხრიდან", - განაცხადა სერგეენკომ.

გურჯაანის საავადმყოფოში ექიმი და პაციენტი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

გურჯაანში, „ნიუ ჰოსპიტალის" კლინიკაში ექიმსა და პაციენტს შორის დაპირისპირება მოხდა. „რუსთავი 2-ის" მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ექიმი პაციენტისთვის ტელეფონის წართმევას ცდილობს და ეუბნება, რომ მისი საქციელი „არაკაცურია".

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც გადახვევის გამოსაცვლელად მისულმა პაციენტმა ხვიჩა სამადაშვილმა სახვევის დაუსველებლად აძრობის მცდელობა გააპროტესტა. მისი თქმით, ექთანს სთხოვა, ჭრილობა ჯერ დაესველებინა და ბინტი შემდეგ აეძრო, რადგან მშრალად მისი მოხსნა მტკივნეული იქნებოდა. 

პაციენტის თქმით, სამედიცინო პერსონალი უხეშად ექცეოდა, რის გამოც ვიდეოს გადაღება დაიწყო, რამაც ექიმი გააღიზიანა. ექიმის თქმით, ჭრილობაზე ხსნარს ვერ დაასხამდა, რადგან ის ჭუჭყიანი იყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^