Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბუნებრივმა პროცესმა გვიკარნახა ვინ უნდა იყოს პარტიის თავმჯდომარე, ეს იქნება გრიგოლ ვაშაძე - გოცირიძე

18 მარტი, 2019 19:39

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. როგორც სხდომის დასრულების შემდგომ პარტიის წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა, 24 მარტს გაიმართება პარტიის ყრილობა.

„დღეს ბუნებრივმა პროცესმა ფაქტობრივად გვიკარნახა თუ ვინ უნდა იყოს პარტიის თავმჯდომარე და სწორედ ამ მრავალწლიანი მუშაობის და ბრძოლის შემდეგ გამოიკვეთა ადამიანი, რომელსაც 24-ში ყრილობა დაუჭერს მხარს და ეს იქნება ბატონი გრიგოლ ვაშაძე.

გრიგოლ ვაშაძემ დაამტკიცა, რომ მას ფაქტობრივად მხარს უჭერს ოპოზიციური ელექტორატის აბსოლუტური უმრავლესობა, მისი 900 ათასი ხმა, რომელიც მან არჩევნებში მიიღო, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ის არის პარტიის ახალი ლიდერი, რომელსაც შესწევს ძალა მომავალ ბრძოლებში გაუძღვეს პარტიას, ისევე როგორც მთელ გუნდს, რომელიც აქ იყო შეკრებილი“,- განაცხადა რომან გოცირიძემ. 

სააკაშვილი ენმ-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე მხარს გრიგოლ ვაშაძეს უჭერს

აქამდე პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური იყო, რადგან მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს ეს სტატუსი შეუწყდა. პარტიამ ბოლო ყრილობაზე გადაწყვეტილება მიიღო, რომ სიმბოლურად, ამ თანამდებობაზე მისი შემცვლელი არ აერჩიათ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ივლისი
23 ივლისი

მოსამართლეთა შერჩევის პროცესი იუსტიციის ...

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა საქართველოში იმდენად საოცნებო აღმოჩნდა, რომ მისი დაკავებისთვის თანამდებობები ეთმ ...
23 ივლისი
23 ივლისი

აღსრულდა თუ არა ნაჩქარევად სტრასბურგის გ ...

„რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგში მიღებულ გადაწყვეტილებას  და მასზე თანდართულ განმარტებით დოკუმენტებს ...
22 ივლისი
22 ივლისი

ოქრუაშვილი აცხადებს, რომ გამოძიებას არას ...

პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ...
^