Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროექტის მიხედვით, 2020 წლისთვის „რადიო თავისუფლების" ქართული სამსახურის დახურვა იგეგმება

19 მარტი, 2019 11:15

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი კონგრესს საერთაშორისო მაუწყებლობის ბიუჯეტის 22-პროცენტიან შემცირებასა და „რადიო თავისუფლების" სამი სამსახურის გაუქმებას სთავაზობს. ინფორმაციას „რადიო თავისუფლების" ქართული სამსახური ავრცელებს.

თეთრი სახლის მიერ კონგრესში გაგზავნილი ბიუჯეტის პირველადი პროექტი აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) გვერდზე 18 მარტს გამოქვეყნდა. 

პროექტის მიხედვით 2020 წელს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ბიუჯეტის 124 მილიონიდან 87 მილიონამდე შემცირებაა შეთავაზებული. ეს შემცირება ითვალისწინებს ბიუჯეტის მკვეთრ შეკვეცას, მათ შორის ქართული, თათარ-ბაშკირული და ჩრდილო-კავკასიური სამსახურების დახურვას 2020 ფინანსური წლისთვის. პროექტის მიხედვით ბალკანეთის სამსახურში უნდა გაუქმდეს მონტენეგროს და მაკედონიის მიმართულებები. 

„გასულ წელს რთე/რთ-ს სატელევიზიო, რადიო და ინტერნეტ აუდიტორიამ ყოველკვირეულად 34 მილიონ ადამიანს მიაღწია - რაც 30 პროცენტიანი ზრდაა წინა წელთან შედარებით. ეს ადასტურებს, რომ ობიექტური ჟურნალისტიკის მიმართ ინტერესი მზარდია რუსეთში, ირანში, პაკისტანსა და რადიო თავისუფლების ყველა სხვა სამიზნე ქვეყანაში“- აღნიშნა რთე/რთ-ს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დეიზი სინდელარმა.

რადიო თავისუფლება 22 ქვეყანაში 26 ენაზე მაუწყებლობს. მისი მისიაა ობიექტური და პროფესიული ახალი ამბებისა და ინფორმაციის მიწოდება ქვეყნებში, სადაც თავისუფალი მედია შეზღუდულია. 

მთლიანობაში ტრამპის ბიუჯეტის 2020 წლის პროექტი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი ფედერალური ბიუჯეტია, 4.7 ტრილიონი ხარჯვითი ნაწილით, რაც თავდაცვისთვის გაწეული ხარჯების 750 მილიარდით გაზრდას ითვალისწინებს. 8.6 მილიარდი აშშ დოლარი აშშ-მექსიკის საზღვარზე ფიზიკური ბარიერების აღსამართად არის გათვალისწინებული. ამავე დროს ბიუჯეტი 1.9 მილიარდის შეკვეცას და დანაზოგს ითხოვს სოციალური პროგრამების ხარჯზე.

საბოლოო გადაწყვეტილება ბიუჯეტის თაობაზე აშშ-ის კონგრესმა უნდა მიიღოს, რომელსაც ხშირად თეთრი სახლის პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეაქვს.

2019 წელს კონგრესმა რთე/რთ-სთვის 124 მილიონიანი ბიუჯეტი დაამტკიცა, მაშინ როდესაც პრეზიდენტი მხოლოდ 91 მილიონის დამტკიცებას ითხოვდა.

„2020 ბიუჯეტის პროექტის კონგრესში გაგზავნა გრძელი პროცესის პირველი ნაბიჯია“ - აღნიშნა სინდელარმა. „რამდენადაც არ უნდა სურდეთ ჩვენს კრიტიკოსებს ზოგიერთი ქვეყნიდან წასული გვიხილონ, ჩვენ მოველით რომ გავაგრძელებთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმიანობას აშშ-ის მხარდაჭერით“.

როდესაც თეთრმა სახლმა ბიუჯეტის კონგრესს შესთავაზა, ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა პროექტი ცალსახად უარყვეს.

„ის მტკივნეული და გაუაზრებელი შემცირებები, რომელსაც პრეზიდენტი ითხოვს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში, მოკლე გზაა ამერიკის დასასუსტებლად და დასაავადებლად“- განაცხადა სპიკერმა ნენსი პელოსიმ.

რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელიც ფრთხილობს. სენატის საბიუჯეტო კომიტეტის რესპუბლიკელმა თავმჯდომარემ მაიკ ენციმ აღნიშნა, რომ ტრამპის პროექტი ფედერალურ საბიუჯეტო პროცესში გადადგმული მხოლოდ პირველი ნაბიჯია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^