Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას „გირჩიდან" ჰერმან საბო აპირებს

19 მარტი, 2019 12:40

პარტია „გირჩი" მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ჰერმან საბოს დაყენებას აპირებს.

როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას საბო ამბობს, ამ ეტაპზე გადაწყვეტილება ასეთია, რომ კანდიდატი იქნება.

„ვინაიდან რეგისტრაცია ჯერ არ დაწყებულა, ოფიციალურად რეგისტირებული არ ვარ, როგორც „გირჩის" კანდიდატი, თუმცა შეგიძლიათ, დაწეროთ, რომ დიახ. ჯერჯერობით ასეთი გადაწყვეტილება/განწყობა გვაქვს“, - ამბობს ჰერმან საბო.

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად პარლამენტის შუალედური არჩევნები მაისში გაიმართება.

სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების  შემდეგ, პარლამენტს წარმომადგენლობის შესავსებად შუალედური არჩევნების ჩატარება მოუწევს, რადგან სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოში მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

შუალედურ არჩევენებში მონაწილეობას გეგმავს ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია, ასევე ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი.

რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს, შეკითხვაზე იყრის თუ არა კენჭს მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად, „ლიბერალს" პასუხობს, რომ არაფერს არ გამორიცხავს იმ მიზნების მისაღწევად, რა მიზნითაც იუსტიციის საბჭოში იმყოფება. 

ფოტო: ნიკა მემარნიშვილი

კობა დავითაშვილი მთაწმინდაზე მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრას აპირებს

გრიგოლ გეგელია მაჟორიტარ კანდიდატად განიხილება - რა გეგმები აქვთ მემარცხენე ჯგუფებს

ანა დოლიძე არ გამორიცხავს, რომ კენჭი იყაროს მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად

2016 წლის 2 ივნისი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 ივნისი
16 ივნისი

14 ივნისს ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ...

მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიე ...
15 ივნისი
15 ივნისი

ირაკლი კობახიძე: მოქალაქეთა ორი ჯგუფის დ ...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, როცა მოქალაქეთა ორი „საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი&ld ...
15 ივნისი
15 ივნისი

მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა შეთანხმდეს ...

სახალხო დამცველი 2019 წლის 14 ივნისს გამართულ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ომბუდსმენის განცხადებით, კონტრაქ ...
^