Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სესიაშვილი საკომიტეტო მოსმენამდე კანონპროექტის რელიგიურ ორგანიზაციებთან განხილვას გეგმავს

19 მარტი, 2019 12:42

თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ბიუროს სხდომაზე სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გეგმავს დისკუსიას,  მათ შორის, რელიგიურ ორგანიზაციებთან და ამის შემდეგ განიხილავენ ამ საკითხს კომიტეტზე. 

მისი თქმით, პროექტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საზოგადოებაში, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის დისკრიმინაციული. 

„ადგილი ჰქონდა გარკვეულ სპეკულაციებს. ჩემი პროექტის მიხედვით არანაირი მინიშნება და მითითება არ არის რომელიმე კონფესიისთვის უპირატესობის მინიჭების თაობაზე. სამხედრო სამსახურში გაწვევის სისტემას შეექმნა ძალიან სერიოზული პრობლემა, მიზეზი კი გახლავთ ის, რომ ზოგიერთი რელიგიური ორგანიზაცია არაკეთლისინდისიერად იყენებს ამ მოცემულობას.

რამდენადაც საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრება, რომ შეიძლება ამას ჰქონდეს დისკრიმინაციული ხასიათი, მე ვთავაზობ კოლეგებს, ამ თემასთან დაკავშირებით გავაგრძელოთ კონსულტაციები. მათ შორის, უახლოეს ხანებში ვგეგმავ შეხვედრას იმ რელიგიურ ორგანიზაციებთან, რომლებიც კეთილსინდისიერად სარგებლობდნენ ამ შეღავთით და მოგიწოდებთ ყველას, ერთობლივად ვიმსჯელოთ.

თუ ასე გაგრძელდა, სერიოზული პრობლემა შეექმნება თავდაცვის სექტორს. ერთ- ერთი რელიგიური ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის არაკეთილსინდისიერმა გამოყენებამ გამოიწვია ის, რომ 6 900-მა წვევამდელმა, არაკეთილსინდისიერად თავი აარიდა კონსტიტუციურ ვალდებულებას“, - განაცხადა სესიაშვილმა. 

საპატრიარქო სესიაშვილის ინიციატივას მხარს უჭერს

გავაუქმებ მუხლს, რომლითაც მღვდელმსახურებს სამხედრო სამსახურის გადავადება შეუძლიათ - სესიაშვილი

სესიაშვილის კანონპროექტით მღვდელმსახურება ჯარიდან ვეღარ დაიხსნის - რას აპირებს „გირჩი“

გაგვიმრავლდა ცრუ რელიგიები, რომლებიც ჯარისგან ათავისუფლებენ ადამიანებს - ვაშაძე​

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^