Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოზამბიკში ციკლონის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა 1000-ს უტოლდებოდეს - პრეზიდენტი

19 მარტი, 2019 12:41

მოზამბიკში ციკლონ „იდაის“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა, 1000-ს უტოლდებოდეს - ამის შესახებ მოზამბიკის პრეზიდენტმა ფილიპე ნიუსიმ განაცხადა. ორშაბათს იგი სტიქიის ზონაში გადაფრინდა, სადაც, მისი თქმით, მდინარეში მოტივტივე გვამები დაინახა. 

BBC-ის ინფორმაციით, შტორმა, რომლის ქარის სიჩქარეც 177 კმ/საათს მიაღწია, საპორტო ქალაქ ბეირაში მეწყერი გამოიწვია.

გაეროს თანამშრომელმა BBC-ის განუცხადა, რომ ბეირაში ყველა შენობა დაზიანდა, ზარალი კი ნახევარი მილიონი ადამიანის სახლს მიადგა. 

ოფიციალური მონაცემებით, მოზამბიკში წყალდიდობისა და ძლიერი ქარის შედეგად 84 ადამიანი დაიღუპა. სამხრეთ აფრიკის მასშტაბით, ციკლონს დაახლოებით 180 ადამიანი ემსხვერპლა.

ზიმბაბვეში, ოფიციალური მონაცემებით, 98 ადამიანია დაღუპული, 217 კი ამ დრომდე იძებნება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^