Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვინმემ რომ შენიშვნა მისცეს „ელგებეტე" წარმომადგენელს, მასმედიის მეშვეობით, უბრალოდ შეჭამენ - ლომიას ჰომოფობიური განცხადება პარლამენტში

19 მარტი, 2019 13:47

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა გიორგი ლომიამ ჰომოფობიური განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ ლგბტი თემის წევრებს დღეს ქვეყანაში უფრო მეტი დაცვა აქვს, ვიდრე კონსერვატიულად მოაზროვნე ადამიანს.

„დაახლობით 5 დღეა, ფეისბუქზე ტრიალებს რგოლი, სადაც ახალგაზრდა „ელგებეტეს“ წარმომადგენელი ცეკვავს, აბიჯებს ბიბლიას, შეურაცხყოფს ხატებს. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ჯერ არავინ დასჯილა ჩვენს ქვეყანაში. 

დღეს ახალგაზრდები ჯარში არ მიდიან და მიმართავენ თაღლითურ ხერხს, მიდიან სადღაც და ფორმდებიან ეკლესიის მსახურად. ეს იმიტომ ხება, რომ საბავშვო ბაღში, სკოლებში  ასწავლიან, რომ ერთსქესიანთა ქორწინება არის ნორმა, რომ მამაკაცმა უნდა ჩაიცვას კაბა. იმას კი არ ასწავლიან, რა არის სამშობლო და სამშობლოს სიყვარული. 

დღეს რომ ვინმე გამოვიდეს და შენიშვნა მისცეს ელგებეტე წარმომადგენელს, მასმედიის მეშვეობით, უბრალოდ, შეჭამენ, გადაყლაპავენ. ყველა უწოდებს მას ბნელს, „გრუზინს", ამაშიც სახელმწიფო ხელს უწყობს იმიტომ, რომ ის არ ისჯება, მას უფრო მეტი დაცვა აქვს, ვიდრე კონსერვატიულად მოაზროვნე ადამიანს.

ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ თქვენ [ხელისუფლება] იღებთ კანონებს, რომელიც ტრადიციის, ისტორიის, კულტურის წინააღმდეგ არის მიმართული. ეს არის თქვენი ბრალი, ეს არის ჩვენი ხელისუფლების ბრალი.

ჩვენ ვერ ვზრდით ახალგაზრდებს, ვერ ვასწავლეთ  სამშობლოს სიყვარული. მან იცის, რომ მისი სხეული მას ეკუთვნის. ეს ასწავლეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა", - განაცხადა პარლამენტში გიორგი ლომიამ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^