Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კვაჭანტირაძემ კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

19 მარტი, 2019 17:17

ზვიად კვაჭანტირაძემ დიასპორის საკითხთხთა კომიტეტის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა.

„როდესაც კენჭისყრა გაიმართა ამ საკითხზე, გავედი პრესასთან და გავაკეთე განცხადება, რომ მე თავად გადავწყვიტე, დავტოვო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. დღეს ხელმოერედ ჩატარებულა ბიურო, სადაც მე არ დამპატიჟეს, რომ მიმეღო მოწვევა, მაგიდაზე დაგხვდებოდათ ჩემი განცხადება. შემიძლია, ახლა გადმოგცეთ. მადლობა ყველას, რომლებმაც თქვენი სინდისით იხელმძღვანელეთ და მიიღეთ, ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეთ“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ, რომლის კომენტარსაც „პირველი არხი" ავრცელებეს.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, დიასპორისა და კავკასიის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძე ვერ გადააყენა (67 მომხრე, 8 წინააღმდეგი). მისი გადაყენებისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.

კვაჭანტირაძის გადაყენება „ქართულმა ოცნებამ" მას შემდეგ დაგეგმა, რაც მან 27 თებერვალს „ქართული ოცნებისსა" და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება მიიღო. 

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, დიასპორის კომიტეტი ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი იყო პარლამენტში. 

„ყოველთვის მჯეროდა, რომ ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“ - ასე გამოეხმაურა ზვიად კვაჭანტირაძე იმ ფაქტს, რომ იგი პარლამენტმა დღეს დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციიდან ვერ გადააყენა. 

მისი თქმით, „დადასტურდა, რომ პარლამენტის დღევანდელი მმართველო გუნდი ეწევა ვოლუნტარისტულ პოლიტიკას". მან ასევე თქვა, რომ პარლამენტს თავაშვებულად და თვითნებურად მართავენ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 აპრილი
23 აპრილი

კალაძე ჟურნალისტს ლევან ჯიბღაშვილის დაკა ...

"დღეს ორიანი დაგიწერეთ, არ ხართ კარგად მომზადებული", – საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ასე უპასუხა უთხ ...
23 აპრილი
23 აპრილი

კვლევამ აჩვენა, რომ სისხლში ტყვიის შემცვ ...

„შედეგები მიუთითებს, რომ ჩვენს ქვეყანაში სისხლში ტყვიის შემცველობა არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემა." - ...
23 აპრილი
23 აპრილი

სერგეენკო: ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა ტყ ...

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ბავშვების სისხლში ნა ...
^