Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ყაზახეთის ახალ ლიდერს სურს, რომ ასტანას ნაზარბაევის პატივსაცემად ნურსულთანი დაერქვას

20 მარტი, 2019 12:06

ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ნურსულთან ნაზარბაევის თანამდებობიდან წასვლის მეორე დღეს ინიციატივა წამოაყენა, რომ ქვეყნის დედაქალაქს ასტანას ექსპრეზიდენტის სახელი ეწოდოს.

„ჩემი ინიციატივაა, რომ დედაქალაქ ასტანას პირველი პრეზიდენტის პატივსაცემად სახელი გადავარქვათ“, - თქვა ტოკაევმა, რომელსაც სურს ასტანას „ნურსულთანი“ დაერქვას.

„ნაზარბაევის შეხედულებები იქნება განსაკუთრებული, პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი ჩვენს შემდგომ განვითარებასა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას“, - განაცხადა ქვეყნის ახალმა ლიდერმა.

ტოკაევი, რომელიც დიპლომატი იყო, სენატის სპიკერის თანამდებობას იკავებდა ნაზარბაევის პრეზიდენტობისას. კანონმდებლობის შესაბამისად, სენატის სპიკერი პრეზიდენტის მოვალეობას 2020 წლამდე შეასრულებს. მომავალ წელს კი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.

ნურსულთან ნაზარბაევმა თითქმის 30-წლიანი მმართველობის შემდეგ მოულოდნელად განაცხადა თანამდებობიდან წასვლის შესახებ. ის ყაზახეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყნის პირველი პრეზიდენტია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^