Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მსოფლიოს ბედნიერების ინდექსში საქართველო 9 პოზიციით დაწინაურდა და 119-ე ადგილზეა

20 მარტი, 2019 12:57

20 მარტი ბედნიერების საერთაშორისო დღეა, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2012 წელს დააწესა.

ამ დღისთვის სპეციალურად გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მსოფლიო ბედნიერების ინდექსში საქართველო 119-ე ადგილს იკავებს.

შარშანდელთან შედარებით 2019 წლის მონაცემებით, ქვეყანაში ბედნიერების აღქმა გაუმჯობესდა. საქართველო 2018 წელს 128-ე ადგილს იკავებდა.

გაეროს მსოფლიო ბედნიერების კვლევა 156 ქვეყანას მოიცავს და ეყრდნობა „გელაპის“ კვლევებს, თუ რამდენად ბედნიერად გრძნობენ თავს ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეები.

კვლევის ავტორები რეიტინგის შედგენისას მოელიან, რომ გამოკითხული მოქალაქეები ბედნიერების აღქმას ექვსი ფაქტორით განსაზღვრავენ: მშპ ერთ სულ მოსახლეზე, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, სოციალური მხარდაჭერა, მოქალაქეთა თავისუფლება გადაწყვეტილების მიღებისას, საზოგადოების ხელგაშლილობა და კორუფციის დონე.

მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ ქვეყანად წელს ფინეთი დასახელდა. მას მოსდევს დანია და ნორვეგია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 აპრილი
21 აპრილი

4 ლგბტ აქტივისტს ჰომოფობიური მოტივით ფიზ ...

ლგბტ აქტივისტი გიორგი თაბაგარი აცხადებს, რომ ჰომოფობიურ ნიადაგზე მას და კიდევ 3 აქტივისტს ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი კლუბის ...
20 აპრილი
20 აპრილი

ნინო ჯღარკავას შვილის მიმართ მუქარის ბრა ...

ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმღვანელის, ნინო ჯღარკავას შვილის მიმართ მუქარის ...
20 აპრილი
20 აპრილი

ზუგდიდში მოწამლული 10 უცხოელი ბავშვის სა ...

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 10 უცხოელი ბავშვი გადაიყვანეს. როგორც „ლიბერალს“ „ევექსში&ldqu ...
^