Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკები იკრძალება - როგორი ტიპის პარკები იქნება დაშვებული

20 მარტი, 2019 13:55

1 აპრილიდან ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალება. 

საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის (პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ) მიხედვით, 2018 წლის  ოქტომბრიდან 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია უკვე აიკრძალა.

ამავე რეგლამენტის მიხედვით კი, ორ კვირაში სრულიად აიკრძალება ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.

საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული იქნება მხოლოდ ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.

რა განსხვავებაა და როგორ უნდა გავარჩიოთ

მთავრობის დადგენილების თანახმად, ტექნიკური რეგლამენტის მიზანია პლასტიკის პარკების მოხმარებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე გამოწვეული მავნე ზემოქმედების შემცირება.

პლასტიკი სინთეზური ორგანული პოლიმერია (ქიმიური ნივთიერება), რომელიც პლასტიკის პარკის მთავარ სტრუქტურულ კომპონენტს წარმოადგენს და რომელსაც შეიძლება დაემატოს დანამატები და სხვა ნივთიერებები. ამ ტიპის პარკის დაშლას ასეულობით წელი სჭირდება. 

ბიოდეგრადირებადი პარკი მთლიანად ან ნაწილობრივ ბიოლოგიური, განახლებადი ნედლეულის საფუძველზე წარმოებულია. ამ ტიპის პარკი გარემოში დაშლას რამდენიმე თვეში იწყებს და ორ წელიწადში სრულად იშლება. 

ბიოდეგრადირებად პარკებზე დატანილი უნდა იყოს სავალდებულო ინფორმაცია: პლასტიკის პარკის  მწარმოებელი; პლასტიკის პარკის სისქე; პლასტიკის პარკის შემადგენლობა; ასევე უნდა ჰქონდეს წარწერა – „ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკი“.

პლასტიკის პარკი ბიოდეგრადირებული პარკისგან ვიზუალურად არ განსხვავდება. მსხვილი სავაჭრო ქსელები საქართველოში იყენებენ ბიოდეგრადირებულ პარკებს, რომლებიც ერთი შეხედვით პოლიეთილენის პარკს ჰგავს, მაგრამ ნაკლებად გამძლეა. 

რომელი უწყებები გააკონტროლებს 

რეგლამენტის მოთხოვნის დარღვევაზე კონტროლი რამდენიმე უწყების ფუნქციაში შედის:

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პარკების წარმოებას გააკონტროლებს. 

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო − პარკების იმპორტს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო − პარკების რეალიზაციას. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^