Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზურაბიშვილის განცხადებები იმპიჩმენტის საფუძველს იძლევა - სალომე სამადაშვილი

20 მარტი, 2019 13:31

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშნდელ განცხადებას ქართული მხარის მიერ ცხინვალის დაბომბვის შესახებ. 

სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ მსგავს განცხადებებს რუსეთი საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებს:

„საქართველოს პრეზიდენტის განცხადებამ, რომ ერთი მხრივ, ქართულმა მხარემ დაბომბა მძინარე ცხინვალი და მეორე მხრივ, განცხადება იმის თაობაზე, რომ ჟენევის მოლაპარაკებები ვერ ასრულებს საკუთარ ფუნქციას, შესაძლოა მოითხოვოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების მიერ შემქნილი საერთაშორისო მოლაპარაკებების, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების გადახედვის შესაძლებლობა. ეს ფაქტორი კი შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა ჩვენი სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ და ვფიქრობ, რომ ქალბატონი ზურაბიშვილის განცხადება უკვე პრეზიდენტის რანგში, ატარებს ჩვენი სახელმწიფოსთვის ისეთ საფრთხეს, რომ დროა ჩვენც დავიწყოთ მსჯელობა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხზე პრეზიდენტის განცხადებებთან დაკავშირებით. არ მაქვს იმედი, რომ დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში იქნება შესაძლებელი ზურაბიშვილის განცხადების საფუძველზე იმპიჩმენტის დაწყება, მაგრამ მომავალში, როდესაც პოლიტიკური სიტუაცია იქნება შესაბამისი, ვფიქრობ, რომ ის საკუთარი განცხადებებით, ის საფუძველს აძლევს სწორედ იმპიჩმენტის პროცედურების დაწყებას“.

სალომე ზურაბიშვილმა ინგა გრიგოლიას „რეაქციაში" შემდეგი რამ განაცხადა:

„არსებობს საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო სამართალში ერთმა ქვეყანამ გადალახა მეორე ქვეყნის საზღვარი... და ეს რუსეთმა გააკეთა, არაერთხელ. სააკაშვილმა დაბობმა ცხინვალი, ჩვენი მოსახლეობა, რომელიც ნაწილობრივ იყო დაცლილი, მაგრამ მე, ამას ვთვლი როგორც შეცდომას და არა როგორც საქართველოს პასუხისმგებლობას ომში".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 აპრილი
20 აპრილი

ზუგდიდში მოწამლული 10 უცხოელი ბავშვის სა ...

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 10 უცხოელი ბავშვი გადაიყვანეს. როგორც „ლიბერალს“ „ევექსში&ldqu ...
20 აპრილი
20 აპრილი

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფე ...

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევთან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მეჯვრისხე ...
20 აპრილი
20 აპრილი

შსს: „ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტზე ...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა. ამის შესახებ დღეს გამართუ ...
^