Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ევროპულ საქართველოსთან“ გაერთიანებაზე საუბარი არ არის“ - „თავისუფალი დემოკრატები“

20 მარტი, 2019 14:08

„თავისუფალი დემოკრატები“ „ევროპულ საქართველოსთან“ გაერთიანებას არ გეგმავს. ამის შესახებ „ლიბერალს“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს.

პარტიაში ამბობენ, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე შალვა შავგულიძე შუალედურ არჩევნებში მთაწმინდის ოლქში კანდიდატურის დაყენებას აპირებს, პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან კი საერთო კანდიდატის წარდგენაზე მიდის მოლაპარაკებები.

„ეს არ ნიშნავს გაერთიანებას. უნდა გავმიჯნოთ გაერთიანება და საერთო კანდიდატის ყოლა. 2020-ში რა და როგორ მოხდება ამაზე საუბარი ნაადრევია და მასზე არავინ ლაპარაკობს. თუმცა, გაერთიანება რომ არ არის, ამას გიდასტურებთ.

მიდის კონსულტაციები თემაზე, რომ ოპოზიციის ყველა წარმომადგენელმა ჩახსნას თავისი კანდიდატურა და მხარი დაუჭიროს შალვა შავგულიძეს.

ეს კონსულტაციები ძირითადად მიმდინარეობს პროდასავლურ პარტიებთან. შალვა შავგულიძე ესაუბრება „ევროპულ საქართველოს“, საუბრობს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, დავით უსუფაშვილთან, ალეკო ელისაშვილთან და ა.შ.“, - უთხრეს „ლიბერალს“ პარტიის პრესსამსახურში.

ორი პარტიის შესაძლო გაერთიანებაზე გიგი უგულავამ გუშინ განაცხადა. ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ გრძელვადიანი თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები ორ პარტიას შორის ფაქტობრივად დასრულებულია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
^