Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პირადი ცხოვრების კადრების საქმეზე ბრალდებული 4 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

20 მარტი, 2019 15:04

„ლიბერალის" კორესპონდენტის ცნობით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაპატიმრებული პირების სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა.

აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული 18 პირიდან 4 პირს (ზაალ ლატარიას, ზურაბ სოლომნიშვილს, თემურ ირემაძეს და ანტონ ღლონტს) აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული და აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ ძალაში დატოვა.

„ეს არის სრულიად გაუგონარი და არასწორი გადაწყვეტილება. ვინაიდან არ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების უმკაცრესი ფორმის გამოყენების არც ფორმალური და არც მატერიალური საფუძვლები. არავითარი დასაბუთება არ მოგვისმენია ჩვენ ბრალდების მხარისგან, თუ რა საფრთხეები არსებობდა ისეთი, რაც პატიმრობას განაპირობებდა.

მოცემულობა რაც ამ საქმეზე მივიღეთ სასამართლო წარმოების პროცესში, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ამ საქმეზე სასამართლო იქცევა ძალიან ცუდად, იღებს არასწორ გადაწყვეტილებებს. ათობით, ასობით თუ ათასობით ადამიანს იგივე ქმედება აქვს ჩადენილი.

ბრალდების მხარემ უნდა გამოიძიოს და დაადგინოს ვინ იყო ამ ინფორმაციის გამავრცელებელი პირველი წყარო, საიდან წამოვიდა ეს კადრები, ვინ გადაიღო და შეეშვას იმ ადამიანებს, რომლებიც საერთოდ არ არიან ამ ინკრიმინებული ქმედების ობიექტები, რომლებსაც არც ჩაუწერიათ ფარულად, არც მოუპოვებიათ და არც პირადი ინტერესი ჰქონიათ, რომ ეს კადრები სოციალურ ქსელებში მათგან მოხვედრილიყო. ეს არის მიუღებელი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით ედებათ, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს: 157-ე​ პრიმა მუხლი ითვალისწინებს: 1. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 4-დან 7 წლამდე. 2. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 5-დან 8 წლამდე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^