Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ინფორმაცია სოცმუშაკებთან ორ პარალელურ შეხვედრასთან დაკავშირებით არასწორია - ბარკალაია

20 მარტი, 2019 16:39

დღეს, 17:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროში  მედიაციის ფარგლებში  სოციალურ მუშაკებთან, გაფართოებული შეხვედრა გაიმართება. შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე სოციალურმა მუშაკებმა ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ შეხვედრის პარალელურად სამინისტრო „მედიაციის პროცესის გვერდის ავლით ავალდებულებს რაიონული სერვისცენტრებიდან სოციალურ მუშაკებს, დაესწრონ სავალდებულო შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრთან, ზუსტად იმავე დროს - მედიაციის შეხვედრის პარალელურად“. 

მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სოციალურ მუშაკებთან  ორ პარალელურ შეხვედრასთან დაკავშირებით  არასწორია.

„შეხვედრა არის ერთი, მხოლოდ მედიაციის ფარგლებში, რომელსაც დავესწრები მე, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღანელობა, როგორც დამსაქმებელი, მედიატორი და ყველა ის სოციალური მუშაკი, რომელიც ჩართულია მედიაციის პროცესში“ - აცხადებს თამარ ბარკალაია.

სამინისტროში „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ პარალელური შეხვედრა უწყებაში დაგეგმილი არ ყოფილა.

უწყებაში აცხადებენ, რომ მედიაციის ფარგლებში გაფართოებულ შეხვედრას დღეს სოც.მუშაკები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან დაესწრებიან. 

სოცმუშაკები: ჯანდაცვის სამინისტრო მედიაციის პროცესისთვის ხელის შეშლას ცდილობს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^