Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სიმონ ნოზაძე: ნურსულთან ნაზარბაევმა ქვეყანა დემოკრატიის რელსებზე დააყენა

20 მარტი, 2019 16:41

ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების" თავმჯდომარის, სიმონ ნოზაძის შეფასებით, ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი თავისი ქვეყნის დიდი შვილია, რომელმაც ქვეყანა რელსებზე დააყენა. ამის შესახებ მან პარლამენტში ისაუბრა.

„უამრავი მეგობარი მყავს ყაზახეთში და მინდა გითხრათ, რომ ნუსრულთან ნაზარბაევი თავისი ქვეყნის დიდი შვილია. მან დემოკრატიის რელსებზე დააყენა და ეკონომიკური დინამიკა მიანიჭა ქვეყნის განვითარებას. [თანამდებობიდან გადადგომის შესახებ] ორი დღის წინანდელი მისი გადაწყვეტილებაც ამ ქვეყანაში დემოკრატიის გამარჯვების დამადასტურებელია" - თქვა სიმონ ნოზაძემ.

ნურსულთან ნაზარბაევმა თითქმის 30-წლიანი მმართველობის შემდეგ მოულოდნელად განაცხადა თანამდებობიდან წასვლის შესახებ. ის ყაზახეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყნის პირველი პრეზიდენტია.

ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ნურსულთან ნაზარბაევის თანამდებობიდან წასვლის მეორე დღეს ინიციატივა წამოაყენა, რომ ქვეყნის დედაქალაქს ასტანას ექსპრეზიდენტის სახელი ეწოდოს.

„ჩემი ინიციატივაა, რომ დედაქალაქ ასტანას პირველი პრეზიდენტის პატივსაცემად სახელი გადავარქვათ“, - თქვა ტოკაევმა, რომელსაც სურს ასტანას „ნურსულთანი“ დაერქვას.

დღეს პარლამენტმა ინიციატივას მხარი დაუჭირა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^