Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მთაწმინდაზე მაჟორიტარული არჩევნები 19 მაისს გაიმართება

20 მარტი, 2019 16:50

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები №1 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში 19 მაისს გაიმართება. 

უკვე ცნობილია, რამდენიმე კანდიდატი, ვინც არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. 

პარტია „გირჩი" მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ჰერმან საბოს დაყენებას აპირებს.

შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია, ასევე -  ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი. გარდა ამისა, როგორც „ლიბერალს" „თავისუფალი დემოკრატების“ პრესსამსახურში განუცხადეს, მთაწმინდის ოლქში კანდიდატურის დაყენებას  აპირებს  პარტიის თავმჯდომარე შალვა შავგულიძე. 

რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს, შეკითხვაზე, იყრის თუ არა კენჭს მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად, „ლიბერალს" პასუხობს, რომ არაფერს არ გამორიცხავს იმ მიზნების მისაღწევად, რა მიზნითაც იუსტიციის საბჭოში იმყოფება. 

სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების  შემდეგ პარლამენტს წარმომადგენლობის შესავსებად შუალედური არჩევნების გამართვა მოუწევს, რადგან სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოში მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 აპრილი
23 აპრილი

კალაძე ჰესების შესახებ: წყლის დიდი რესურ ...

„რაც ვნახეთ კატეგორიულად მიუღებელია და ყველაფერს ცდება. არავის ეპატიება პოლიციის წინააღმდეგ ასეთი აგრესიული ქმედებ ...
23 აპრილი
23 აპრილი

კალაძე ჟურნალისტს ლევან ჯიბღაშვილის დაკა ...

„დღეს ორიანი დაგიწერეთ, არ ხართ კარგად მომზადებული", – საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ასე უპასუხა უთ ...
23 აპრილი
23 აპრილი

კვლევამ აჩვენა, რომ სისხლში ტყვიის შემცვ ...

„შედეგები მიუთითებს, რომ ჩვენს ქვეყანაში სისხლში ტყვიის შემცველობა არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემა." - ...
^