Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„თქვენთან ვერ ვისაუბრებ რუსულ ენაზე. ეს არ არის ენა, რომელიც გვაერთიანებს“ - პრეზიდენტი გარდაბანში

20 მარტი, 2019 17:39

„მე თქვენთან ვერ ვისაუბრებ რუსულ ენაზე, - ეს გამორიცხულია. იმიტომ რომ ეს არ არის ის ენა, რომელიც გვაერთიანებს“, - ასე მიმართა გარდაბანში შეკრებილ მოქალაქეებს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, მას აზერბაიჯანულად შეუძლია, რამდენიმე სიტყვის სწავლა, მაგრამ აზერბაიჯანელი ახალგაზრდების მომავალი საქართველოში იმაზეა დამოკიდებული, ისწავლიან თუ არა ისინი სახელმწიფო ენას ტრადიციების შენარჩუნების პარალელურად.

„მე შემიძლია, აზერბაიჯანულად რამდენიმე სიტყვა ვისწავლო და გითხრათ - „ნოვრუზ ბაირამ იზინ მუბარაკ“ და კიდევ მეტს ვისწავლი.

მაგრამ თქვენი, ახალგაზრდების მომავალი და ჩვენი საერთო მომავალი მაინც იმაზეა დამოკიდებული, რომ ჩვენ ერთ ენაზე ვსაუბრობდეთ და ამავე დროს თქვენ აგრძელებდეთ თქვენს ტრადიციას, ინარჩუნებდეთ თქვენს ენას, თქვენს სიმღერებს, თქვენს ცეკვებს, - ეს ყველაფერი საქართველოს ის სიმდიდრეა, რომლის მიმართაც სხვა ქვეყნებს რაღაც პატარა ხინჯი, ეჭვიანობაც კი აქვთ, რადგან ისინი ვერ ახერხებენ ამას ისე, როგორც ჩვენ ერთად ვახერხებთ“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა გარდაბანში.

საქართველოს პრეზიდენტმა იქ ქვემო ქართლის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა და საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა ტრადიციებს ინარჩუნებს. პრეზიდენტის აზრით, ტრადიციები და შემწყნარებლობა არის საქართველოს ღერძი და საჭიროა მისი შენარჩუნება.

„მე ძალიან ამაყი ვარ და ამას ვამბობ მთელ მსოფლიოში, რომ საქართველო არის ის ადგილი, სადაც ყველას შეუძლია ცხოვრება. სადაც სხვადასხვა წარმოშობის, სხვადასხვა რელიგიის ადამიანები ერთად ცხოვრობენ ისე, რომ მათ შორის არანაირი კონფლიქტი კი არა, არანაირი უთანხმოება არ არსებობს.

სამწუხაროდ, ზოგჯერ მეტი უთახმოებაა ხოლმე თვით ქართველებს შორის, ვიდრე სხვა ჯგუფებს შორის. ესეც უნდა დაწყნარდეს. ამის იქით უნდა დავინახოთ, რომ რა პარტიას, რა რელიგიას, რა ეთნიკურ წარმოშობასაც უნდა ვეკუთვნოდეთ, მხოლოდ ერთი მომავალი გვაქვს.

ეს საერთო მომავალი, ნაწილობრივ მაინც, დაფუძნებულია იმაზე, რომ ერთი ენა გვაკავშირებდეს. ძალიან ვწუხვარ, როცა აქ თქვენთან ისე ვერ ვსაუბრობ, როგორც მინდა, მინდა, მეტი ურთიერთობა იყოს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^